თამთა მეგრელიშვილი თინა ხიდაშელს: როგორც ჩანს, დავალება მიიღე, რომ გააშავო ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი - როდესაც ენა გიბრუნდება და კორუფციის ჭრილში გეკა გელაძეს ახსენებ, ეს მხოლოდ უბინძურესი სპეკულაციაა

 თინა ხიდაშელს მინდა მივმართო: როდესაც ენა გიბრუნდება და კორუფციის ჭრილში შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძეს ახსენებ, ეს შენი მხრიდან მხოლოდ უბინძურესი სპეკულაციაა - მეტი არაფერი! - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, რომელიც ეხმიანება თინა ხიდაშელის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ირაკლი ღარიბაშვილის საქმის შემდეგ ანტიკორუფციული ბიურო, ამჟამინდელი შსს მინისტრის, გეკა გელაძისთვის ნაჩუქარი ფულის წარმომავლობითაც უნდა დაინტერესდეს, რომელიც გელაძეს დეკლარაციაში აქვს მითითებული“.

მეგრელიშვილის თქმით, ხიდაშელმა კარგად იცის, რომ გეკა გელაძის მეუღლის მამა, უკვე ათეულობით წელია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია სახელმწიფოს ბიუჯეტში და ამას უჩუმრად, აფიშირების გარეშე აკეთებს. ის ვარაუდობს, რომ თინა ხიდაშელს დავალება აქვს მიღებული, „გააშავოს“ ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი.

„თინა ხიდაშელს მინდა მივმართო: როდესაც ენა გიბრუნდება და კორუფციის ჭრილში შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძეს ახსენებ, ეს შენი მხრიდან მხოლოდ უბინძურესი სპეკულაციაა - მეტი არაფერი! ძალიან კარგად იცი, რომ გელაძის ოჯახი, კონკრეტულად კი მისი მეუღლის მამა საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია, თანაც ათეულობით წელია. ამ ყველაფერს უჩუმრად, ზედმეტი აფიშირების გარეშე აკეთებენ, ზოგიერთებისგან განსხვავებით… როგორც ჩანს, დავალება მიიღე, რომ გააშავო ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი, რომლის დროსაც, სხვათა შორის, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალია და კორუფციასთან ბრძოლამაც სწორედ ახლა მიიღო უპრეცედენტოდ სასიამოვნო მასშტაბი, ეტყობა ეგ პირიქით, ძალიან გაწუხებთ!..“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762015014

ახალი ამბები

ნინო ლომჯარია - უნდა დაიწყოს მომზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში

 ბოლო წლებში ოპოზიციური სპექტრის მიერ არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე, რამაც „ქართული ოცნების“ რეჟიმის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი. უკვე წლებია, რაც ოპოზიცია კრიტიკ...

ლომჯარია

1762012017

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან - კახა გულედანთან და რევაზ სოხაძესთან ერთად, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, აჭარის ავტონომიუ...

სხდომა

1762008546

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლის ახალ სისტემაზე: მსგავსი ინოვაციური მიდგომების მიზანია, შესყიდვების კუთხით სრულიად იყოს გამჭვირვალე სახელმწიფოს მიდგომები

 საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმამთავრობის კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლის ახალ სისტემაზე მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინოვაციური მიდგომის მიზან...

დავით მათიკაშვილი

1762002357

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავა

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღ...

დაკავება

1762001699

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რეალობას აცდენილი, ტყუილებით გაჟღენთილი და რადიკალური ოპოზიციისათვის წამახალისებელი იყო

 „მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობისათვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ საქართველოზე უსამართლო ზეწოლა მოახდინოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ევ...

პოლიტიკოსი