ლევან მაჭავარიანი: სანამ საღი აზრი არ გაიმარჯვებს ევროკავშირშიც, როგორც გაიმარჯვა შეერთებულ შტატებში, მანამდე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება
 
                დასავლეთთან ურთიერთობები დაიძაბა ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო უკრაინაში ომი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საგარეო ურთიერთობებზე საუბრისას.
მისი თქმით, დასავლეთის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველო არ ჩაერთო საომარ მოქმედებებში, არ გააგზავნა მოხალისეები უკრაინაში და ასევე, არ დააწესა სანქციები.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, იგივე მოხდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციასთან მიმართებაში.
„აშშ-თან ვერავინ ერთ პრეტენზიას ვერ წაუყენებს „ქართულ ოცნებას“, თუ რატომ არ არის დღეს ურთიერთობები გადატვირთული. კი, რაღაც სიგნალები მოდის. ისიც კარგი ჟესტი იყო, რომ ერთ დღეს დაინიშნა ჩვენი ელჩი და გადააყენეს თავისი ელჩი და ა.შ. ღიად ვგულშემატკივრობდით დონალდ ტრამპს. აბსოლუტურად სრული თანხვედრა არის მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ნაწილში, ღირებულებით ნაწილში. ვერავინ იტყვის, რომ ან რამე დავაკელით, ან რამე ისეთი გავაკეთეთ, რომელმაც ამას ხელი შეუშალა. მაგიტომ ვართ პრაგმატული მოლოდინის რეჟიმში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას, სანამ ევრობიუროკრატია მოქმედებს ორმაგი სტანდარტით და საქართველოში მხარს უჭერს რადიკალიზმს და ახალისებს, იქამდე საქართველო დარჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ახლა ერთადერთი მექანიზმი, რაც შანტაჟის იარაღად დარჩათ, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაა.
„სანამ საღი აზრი არ გაიმარჯვებს ევროკავშირშიც, როგორც გაიმარჯვა შეერთებულ შტატებში და მინიმუმ იმის მტკიცება აღარ გვჭირდება აშშ-თან, რომ მხოლოდ ორი სქესია და სხვანაირად ვერ იქნება, მანამდე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1761852492
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: როდესაც მავნებლური პოლიტიკური ძალები აიკრძალებიან, ახალგაზრდებს ექნებათ მოტივაცია, რომ პოლიტიკაში გადადგან ნაბიჯები. 2028 წლამდე არის სამი წელი. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ახალი ძალები გამოჩნდნენ პოლიტიკაში
როდესაც მავნებლური პოლიტიკური ძალები აიკრძალებიან, ახალგაზრდებს ექნებათ ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია, რომ პოლიტიკაში გადადგან ნაბიჯები. 2028 წლამდე არის სამი წელი. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რო...
1761850591
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი „ჰამასს“ თავად განაიარაღებს და ღაზის დემილიტარიზაციას მოახდენს, თუ ამას უცხოური ჯარები არ გააკეთებენ
„ჰამასი“ თუ გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას, ის ძლიერი თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდება, როგორც ეს ორი დღის წინ მოხდა“,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთან...
1761847492
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტს თელავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს. მიხეილ ყაველაშვილმა სა...
1761846395
მსოფლიოDaily Mail: კანადაში ლესბოსელმა წყვილმა 12 წლის ბიჭი წამებით მოკლა
„კანადაში ლესბოსელმა წყვილმა 12 წლის ბიჭი წამებით მოკლა“, - ამის შესახებ Daily Mail იტყობინება. როგორც სასამართლომ მოისმინა, კანადელი ლესბოსელი წყვილი 12 წლის ბიჭს იქამდე აწამებდა, სანამ ის არ დასუსტდ...
1761843341
მსოფლიოCNN - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს სავარაუდოდ კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს სავარაუდოდ კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ცხედ...

















 
                                     
                                     
                                     
                                         
                                         
                                         
                                         
                                        









