პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან - კახა გულედანთან და რევაზ სოხაძესთან ერთად, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა მერებს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თითოეული მუნიციპალიტეტის სისტემურად განვითარებაზე, როგორც მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტზე.

საუბარი შეეხო ქვეყნის განვითარების ახალ ათწლიან სტრატეგიას 2026-2035 წლებისთვის და დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალ ინიციატივებზე მუშაობისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭიროებები.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რეგიონებში მიმდინარე პროექტების კეთილსინდისიერად განხორციელების მნიშვნელობას და სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების მერებს მიმდინარე სამუშაოების აქტიური კონტროლისკენ მოუწოდა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტების მერებს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762015014

ახალი ამბები

ნინო ლომჯარია - უნდა დაიწყოს მომზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში

 ბოლო წლებში ოპოზიციური სპექტრის მიერ არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე, რამაც „ქართული ოცნების“ რეჟიმის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი. უკვე წლებია, რაც ოპოზიცია კრიტიკ...

ლომჯარია

1762009838

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი თინა ხიდაშელს: როგორც ჩანს, დავალება მიიღე, რომ გააშავო ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი - როდესაც ენა გიბრუნდება და კორუფციის ჭრილში გეკა გელაძეს ახსენებ, ეს მხოლოდ უბინძურესი სპეკულაციაა

 თინა ხიდაშელს მინდა მივმართო: როდესაც ენა გიბრუნდება და კორუფციის ჭრილში შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძეს ახსენებ, ეს შენი მხრიდან მხოლოდ უბინძურესი სპეკულაციაა - მეტი არაფერი! - წერს „ხალხის ძ...

თამთა მეგრელიშვილი

1762008546

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლის ახალ სისტემაზე: მსგავსი ინოვაციური მიდგომების მიზანია, შესყიდვების კუთხით სრულიად იყოს გამჭვირვალე სახელმწიფოს მიდგომები

 საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმამთავრობის კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლის ახალ სისტემაზე მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინოვაციური მიდგომის მიზან...

დავით მათიკაშვილი

1762002357

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავა

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღ...

დაკავება

1762001699

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რეალობას აცდენილი, ტყუილებით გაჟღენთილი და რადიკალური ოპოზიციისათვის წამახალისებელი იყო

 „მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობისათვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ საქართველოზე უსამართლო ზეწოლა მოახდინოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ევ...

პოლიტიკოსი