ლევან მაჭავარიანი: რაც უფრო მეტი დრო გადის, საზოგადოება რწმუნდება, რომ ჩვენი გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა და მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ერთადერთი გარანტორი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“

რაც უფრო მეტი დრო გადის, საზოგადოება რწმუნდება, რომ ჩვენი გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა და მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ერთადერთი გარანტორი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, როგორ შეიძლება გაქრეს დერადიკალიზაცია პარტიების აკრძალვით, თუ ისინი ქუჩის პროტესტს გააგრძელებენ.

„მათთვის რა იცვლება - ახლაც ქუჩაში არიან. ერთადერთი, ახლა თუ იყენებენ პარტიის სახელს, მერე ის პარტია აღარ იარსებებს. „ლელოს“ ხმებს და გახარიას ხმებს ხომ ვხედავთ?! რაც უფრო მეტი დრო გადის, საზოგადოება რწმუნდება, რომ ჩვენი გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა და მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ერთადერთი გარანტორი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“.

რაც ბატონი ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, ბევრ რაღაცაში მოგვეხმარა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ რასაც ვბედავდით და ოთხი წელი რაზედაც ვსაუბრობდით ღიად, აბსოლუტურად ყველაფერი დადასტურდა. იგივე უკრაინის ომთან მიმართებაში, როგორ გაწირეს უკრაინა, ეს რომ „პროქსი ომია“ და სატელიტ ქვეყნად რომ გამოიყენეს, როგორ ჰპირდებოდნენ დაჩქარებული წესით ნატოში მიღებას, ძალიან ბევრ რაღაცას მოეფინა ნათელი. ჩვენი საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად უალტერნატივო იყო, დანის პირზე ვიარეთ და ამას დაგვიფასებს ქართველი ხალხი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761852492

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: როდესაც მავნებლური პოლიტიკური ძალები აიკრძალებიან, ახალგაზრდებს ექნებათ მოტივაცია, რომ პოლიტიკაში გადადგან ნაბიჯები. 2028 წლამდე არის სამი წელი. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ახალი ძალები გამოჩნდნენ პოლიტიკაში

როდესაც მავნებლური პოლიტიკური ძალები აიკრძალებიან, ახალგაზრდებს ექნებათ ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია, რომ პოლიტიკაში გადადგან ნაბიჯები. 2028 წლამდე არის სამი წელი. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რო...

ლევან მაჭავარიანი

1761850591

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი „ჰამასს“ თავად განაიარაღებს და ღაზის დემილიტარიზაციას მოახდენს, თუ ამას უცხოური ჯარები არ გააკეთებენ

„ჰამასი“ თუ გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას, ის ძლიერი თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდება, როგორც ეს ორი დღის წინ მოხდა“,-  ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთან...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1761847492

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტს თელავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს. მიხეილ ყაველაშვილმა სა...

მიხეილ ყაველაშვილი

1761846395

მსოფლიო

Daily Mail: კანადაში ლესბოსელმა წყვილმა 12 წლის ბიჭი წამებით მოკლა

„კანადაში ლესბოსელმა წყვილმა 12 წლის ბიჭი წამებით მოკლა“, - ამის შესახებ Daily Mail იტყობინება. როგორც სასამართლომ მოისმინა, კანადელი ლესბოსელი წყვილი 12 წლის ბიჭს იქამდე აწამებდა, სანამ ის არ დასუსტდ...

ლესბოსელი წყვილი

1761843341

მსოფლიო

CNN - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს სავარაუდოდ კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს სავარაუდოდ კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ცხედ...

 ცხედარი გადასცა