ლევან მახაშვილი: ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა - ობიექტური შეფასების და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რეგიონში არსებული ომები, ოკუპირებული რეგიონები და უსაფრთხოების სხვა გამოწვევები განიხილეს.

როგორც მახაშვილი აღნიშნავს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე ნაბიჯები გადაიდგა, ასევე, არაერთმა წევრმა ქვეყანამ კონსტრუქციული დიალოგის მზაობა გამოთქვა. შესაბამისად, მისივე თქმით, ობიექტური და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში, თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება.

,,ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტებისას, ორივე ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრები იყო მეგობრული, საქმიანი და შინაარსიანი.

განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ⁠საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ⁠სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ⁠რეგიონში არსებული ომები, ოკუპირებული რეგიონები და უსაფრთხოების სხვა გამოწვევები, ⁠ვაჭრობის შუა კორიდორი და ეკონომიკური შესაძლებლობები, ⁠ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტო დიპლომატია.

დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა; ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი კი იქცა ამ ქვეყნებთან ორმხრივი პოლიტიკური დავების მძევლად.

გაუგებარია, რაღაც არ მოგწონდეს და გამოსწორების გზად დიალოგის მაგიდის აყირავება და კარის დახურვა მიგაჩნდეს. ეს არაა დაღვინებული ევროპული პოლიტიკა. ესაა გაბუტვის და იძულების პოლიტიკა.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გადაიდგა ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე. აღნიშნული გზა შეიძლება იყოს გრძელი, თუმცა, მისასალმებელია, რომ ბევრი წევრი ქვეყნის მხრიდან არის საქმიანი და კონსტრუქციული დიალოგის მზაობა.

საქართველო არ ითხოვს პრივილეგირებულ მოპყრობას, განსაკუთრებულ პირობებს ან მოკლე გზას ევროკავშირში წევრობის გზაზე. საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას. ობიექტური შეფასების და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება“, - წერს ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790255446

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია – „თავს იდეალურად ვგრძნობ, გვაქვს ამბიცია, რომ ამ ჯგუფში წარმატებით ვითამაშოთ“

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან „უეფას“ ერთა ლიგის შეხვედრის შესახებ „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში ისაუბრა. „ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია...

ხვიჩა კვარაცხელია

1790255095

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6218 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6229 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

იტალია

1790254603

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი – საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია, ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დავიწყეთ

„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია. გრძელი და საქმიანი პროცესი იქნება, მაგრამ კარგია, რომ ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დ...

ლევან მახაშვილი

1790253770

ახალი ამბები

ქართველიშვილი: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი, რომლებიც მთელ კაპიტალს ფლობენ რუსეთში, პარალელურად სანქცირებული რჩება მეცენატი და ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჭორაობის საფუძველზე დაასანქცირეს

„დღევანდელი, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლირებადი „სამართალი“ თუ გინდათ შიშველი ნახოთ - გუშინდელი ფაქტის მარტივი ანალიზიც კმარა: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუს...

დავით ქართველიშვილი

1790252569

საზოგადოება

„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, დეტალური დათვალიერების შედეგად...

არადეკლარირებული ვერცხლი