მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა: საქართველო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანაა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანაა. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრაში ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2013 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობის მოცვის მაჩვენებელი 95%-ზე მეტად გაიზარდა.
მისი თქმით, ეტაპობრივად გაფართოვდა სამედიცინო მომსახურების პაკეტი, შემცირდა პაციენტის თანაგადახდები და გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები.
მინისტრის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. ამ პროცესის გაგრძელებაა რეფორმების ახალი ეტაპი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 2025 წელს დაწყებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მიზნად ისახავს დაავადებების პრევენციისა და ადრეული გამოვლენის გაძლიერებას, ქრონიკული დაავადებების უკეთ მართვას და პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფას.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვის დაფინანსებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. ყურადღება გაამახვილა სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე და სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასის სტანდარტების დანერგვაზე.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები საქართველოსთან ერთად იაპონია და ტაილანდიც არიან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა.
1790244128
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და როცა დღეს კონფრონტაცია არის ზოგიერთებისთვის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპი, ეს უკვე თავისთავად ანტიევროპულია
„ორ კვირაში ლუქსემბურგში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ჩვენ, ისევე როგორც ბელგიის პარლამენტში, ასევე აქ ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან,...
1790243859
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში
„ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში“, - განაცხადა პარლამენ...
1790243828
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, ლუქსემბურგშიც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგის გზა
„ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, აქაც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, როცა ექნებათ მათ კონტაქტი და შეხება, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა...
1790240826
ახალი ამბები3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა
3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა. ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცე...
1790240229
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: სამწუხაროა, რომ ევროკავშირი სხვისი აზრის შეურაცხყოფას აფინანსებს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი გორში დაგეგმილ „კორძის“ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება. „ის ახალგაზრდები, არაახალგაზრდები, რომლებიც, სამწუხაროდ, აი...




























