ლევან მაჭავარიანი „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: იგი გამორჩეული რადიკალია, შეურაცხყოფას აყენებდა 1 120 000-მდე თანამოქალაქეს და როდესაც პროტესტი ნახა, შეწუხდა და მანამდე, როდესაც იგინებოდა, არ წუხდებოდა

ბატონმა „კორძმაც“ რომ იგრძნო დისკომფორტი, ეს თავის თავს დააბრალოს, ვინაიდან ის არის გამორჩეული რადიკალი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა 1 120 000- მდე ჩვენს თანამოქალაქეს და როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების პროტესტი ნახა ამასთან დაკავშირებით, შეწუხდა და მანამდე, როდესაც იგინებოდა, არ წუხდებოდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ზუსტად იგივე ითქმის იმ ადამიანებზეც, რომლებიც პოლიტიკოსებს არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით თავს ესხმოდნენ.

„ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა იმ რადიკალებზე, რომლებიც პოლიტიკოსებს უვარდებოდნენ, როდესაც არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ კაფეებში, აეროპორტებში და ა.შ.

საქართველოში ხალხი გამოფხიზლებულია, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ფაშისტური თავდასხმები განახორციელონ ჩვენს თანამოქალაქეებზე“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

„კორძი“ მისი კონცერტის გაუქმების გამო ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს: „ღონისძიების სპონსორები, ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი, ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია - მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური არ არის".

როგორც ცნობილია, „კორძის“ კონცერტი, რომელიც 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790240229

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: სამწუხაროა, რომ ევროკავშირი სხვისი აზრის შეურაცხყოფას აფინანსებს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი გორში დაგეგმილ „კორძის“ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება. „ის ახალგაზრდები, არაახალგაზრდები, რომლებიც, სამწუხაროდ, აი...

ააა

1790238800

მსოფლიო

თურქეთში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის კერა შანლიურფას პროვინციაში, კარაკოპრუს რაიონში მდებარეო...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

1790237803

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ევროპელ პარტნიორებთან დიალოგი და ურთიერთობების ნორმალიზება არის ერთადერთი სწორი ფორმა არსებული რეგიონული თუ გლობალური გამოწვევების საპასუხოდ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან დიალოგი და ურთიერთობების ნორმალიზება არის ერთადერთი სწორი ფორმა არსებული რეგიონული თუ გლობ...

დავით მათიკაშვილმა.

1790237303

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი – ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით ჰქონდეს სამართლიანი დამოკიდებულება, საქართველო რაიმე განსაკუთრებულ, პრივილეგირებულ მოპყრობას არ ითხოვს

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ქართული დელეგაცია ო...

ლევან მახაშვილი:

1790236759

ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზ...

სასაზღვრო პოლიცია