ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირის წარმომადგენლობის მყისიერი გამოხმაურება არის მესიჯი რადიკალებისთვის, რომ გვერდში გიდგავართ, ხომ ხედავთ, რეაგირება რა სწრაფად მოვახდინეთ
„მყისიერი გამოხმაურება რომ მოხდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – კი, შენი კონცერტი ვერ ტარდება, მაგრამ გვერდში გიდგავართ, ეს მესიჯი სხვა რადიკალებისთვის იყო, რომ მაინც გვერდში გიდგავართ, ხომ ხედავთ, რეაგირება, რა სწრაფად მოვახდინეთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც წარმომადგენლობა ფესტივალ „კამარას“ გადადების გამო სინანულს გამოთქვამს.
„ესეც ემოციურად დაზიანებული ადამიანების კიდევ უფრო შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, როდესაც ამ ყველაფერს ასეთ ტერმინებს არქმევენ, თითქოს გამოხატვის თავისუფლებაა.
ჩვენ ვიხილეთ ფრანკლინის კლუბი თუ მაგდაგვარი, სადაც ტერორიზმსა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შორის ტოლობის ნიშანი იყო დასმული. ეს ამ რადიკალებისთვის ერთგვარი ტვინის გამორეცხვის მეთოდია. ისინი ძალიან კარგად ახერხებენ, კონკრეტული ფონდებზე მაქვს საუბარი გარე ძალების ხელში, რომელიც ასეთი ტიპის აქტივობებს აფინანსებს.
მყისიერი გამოხმაურება რომ მოხდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, კი, შენი კონცერტი ვერ ტარდება, მაგრამ გვერდში გიდგავართ. ეს მესიჯი სხვა რადიკალებისთვის იყო, რომ მაინც გვერდში გიდგავართ, ხომ ხედავთ, რეაგირება რა სწრაფად მოვახდინეთ, როდესაც რეაგირებას არ ახდენენ ხოლმე საპასუხო წერილებზე. თვეები გადის და უპასუხოდ რჩება ხოლმე რაღაც ტიპის წერილები“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რადიკალურ დღის წესრიგს გარედან, ხელოვნურად ხელი არ შეუწყონ.
„ჩვენც, როგორც სახელმწიფო, ყველა ნაბიჯს ვდგამთ, რათა რადიკალიზმი, ექსტრემიზმი და ფაშიზმი საქართველოში დავასრულოთ. ის დეპარტამენტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროშიც შეიქმნა, სწორედ ამას ემსახურება, რომ „ფეისბუკი“, რომელიც გამოიყენებოდა ძირითად ინსტრუმენტად შეურაცხყოფის მიყენების, დამცირების და ღირსების შელახვისთვის ამ რადიკალების მხრიდან, საგრძნობლად არის შემცირებული ასეთი ტიპის მიმოწერა და ტექსტები. ჩვენ მონიტორინგს ვაწარმოებთ და ამ მიმართულებით წინსვლა არის. საერთო ჯამში, რა ნაბიჯებსაც ხელისუფლება დგამს, რა თქმა უნდა, საქართველოში ფაშიზმს დაასრულებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
1790245839
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ წაახალისა საჯაროდ დედის გინება საქართველოში და ლამის კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში გამოიყვანა
„როგორც გავიგეთ დღეს ევროკავშირის საელჩოს განცხადებიდან, დედის გინებით უნდათ ალბათ დიალოგის აღდგენა. ასეთ ფორმატში ვართ დღეს სამწუხაროდ ევროკავშირთან, როდესაც ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, რომ დედის გი...
1790244128
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და როცა დღეს კონფრონტაცია არის ზოგიერთებისთვის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპი, ეს უკვე თავისთავად ანტიევროპულია
„ორ კვირაში ლუქსემბურგში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ჩვენ, ისევე როგორც ბელგიის პარლამენტში, ასევე აქ ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან,...
1790243859
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში
„ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში“, - განაცხადა პარლამენ...
1790243828
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, ლუქსემბურგშიც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგის გზა
„ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, აქაც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, როცა ექნებათ მათ კონტაქტი და შეხება, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა...
1790240826
ახალი ამბები3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა
3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა. ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცე...


























