დიმიტრი სამხარაძე: გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის!

 „გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული“, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

სამხარაძე იხსენებს, ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით მოწყობილ აქციებს, როდესაც სწორედ იგივე შედეგი მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 20 000 მომიტინგედან მეორე აქციაზე მხოლოდ, 800 ადამიანი მივიდა.

სამხარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდა, რომ საქართველოს მოსახლეობას მარტივად ვეღარ მოატყუებს, შესაბამისად, შეიმუშავეს ახალი მოწოდება „გაერთიანება“.

„საქართველოს ვერ დააჩოქებთ, ვერ გატეხთ ქართველ ხალხს და ვერაფერსაც ვერ გვავნებთ. გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული. მაგრამ ვიმეორებ, ამ ეტაპისთვის ჩავთვალოთ, რომ ასე იყო! გახსოვთ ალბათ, ნაცური აქციები, მოტყუებული რომ იგებდა სიმართლეს, ემიჯნებოდა და 2% რჩებოდა მათთან! ისე ადრე, იმ პირველი აქციის ორგანიზატორებსაც დაემართათ იგივე, რაც ნაცებს! ჰომოსექსუალების კვირეული ხომ გახსოვთ? უამრავი მოქალაქე ავიდა მაშინ ლისზე, მინიმუმ 20 000 მომიტინგე, როდესაც ვიღაცებს თავში აუვარდათ და ეს ხალხი მათი მიყვანილი ეგონათ, დაივიწყეს გეები და რუსთაველზე მიიპატიჟეს მომიტინგეები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის მოსაწყობად! მადა გაეხსნათ და რა მიიღეს? 20 000-დან 800(რვაასი) კაცი გაჰყვა! აქციებს რომ დავუბრუნდეთ, მიხვდნენ რომ საქართველოს მოსახლეობას ასე ადვილად უკვე ვეღარ მოატყუებენ, ვერც ნაყიდი და ვერც გასაყიდად მომზადებული ვითომ ჩვენი ქვეყნის დამცველები და ახლა, ახალი დავალებაც მიიღეს! გაერთიანდითო! გაერთიანდებიან ნაცურებიც, აკაცუკებიც და ის 800 კაცუნაც, რომლებიც ვითომ ჰომოსექსუალისტებს ებრძოდნენ და რეალურად, პოლიტიკური პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულები! P.S. ნეტავ „ანიტა” რამ გამახსენა?“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765182080

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული გ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...

დაკავება

1765180327

ახალი ამბები

2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია

 ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოა...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა

1765179784

ახალი ამბები

პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ს.ი. დ...

დაკავება

1765140224

მსოფლიო

კაია კალასი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, აშშ ევროპის უდიდეს მოკავშირედ რჩება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, აშშ ევროპის უდიდეს მოკავშირედ რ...

კაია კალასი

1765137679

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ალეკო ელისაშვილზე: მე ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს იდეა მის თავში დამოუკიდებლად დაიბადა, რა თქმა უნდა მის უკან იდგნენ ადამიანები, რომელმაც უბიძგეს ამისკენ

 წმინდა სამართლებრივი კუთხით კვალიფიკაცია უტყუარია, ნამდვილად ტერორიზმია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ...

თენგიზ შარმანაშვილმა.