ეკა სეფაშვილი 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდაზე: ტარიფი უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს გაზრდილ ტარიფს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე გაიზრდება აქციზის განაკვეთი. სეფაშვილმა თქვა, რომ ტარიფები უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი:
„ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ისეთი მიდგომა, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ეტაპობრივად შეეგუონ ამ ახალ რეგულაციას და, ამასთანავე, ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პირობების დაცვას საქართველოში“, - განაცხადა დეპუტატმა.
ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს გაზრდილ ტარიფს.
„რაც შეეხება იმ ავტომობილების იმპორტს, რომლებიც 6 წელზე მეტისაა, ვფიქრობ, აქ უნდა გამოვიყენოთ ისეთი მიდგომა, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ეტაპობრივად შეეგუონ ამ ახალ რეგულაციას და, ამასთანავე, ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პირობების დაცვას საქართველოში. რა თქმა უნდა, ტარიფი უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს ამ გაზრდილ ტარიფს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
1774942382
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას
„1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პრ...
1774941251
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მო...
1774939914
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა
კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს,...
1774938943
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია თურქმენეთის მოქალაქე
ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია თურქმენეთის მოქალაქე - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექს...
1774937995
ახალი ამბებიდღეს ზვიად გამსახურდია 87 წლის გახდებოდა
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს 87 წლის გახდებოდა. მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნ...



























