დღეს ზვიად გამსახურდია 87 წლის გახდებოდა
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს 87 წლის გახდებოდა.
მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წელს, დიდი ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.
ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად, 70-80-იან წლებში საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა სულისჩამდგმელი და მედროშე იყო. ზვიად გამსახურდია თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, ის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტად აირჩია.
სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ზვიად გამსახურდია 1992 წლის 6 იანვარს გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან. 1993 წლის დეკემბერში ზვიად გამსახურდია დევნილობაში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ასევე 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყეტილებით საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა.
შეკითხვაზე, “ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე”- საქართველოს მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი
1774940260
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდაზე: ტარიფი უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს გაზრდილ ტარიფს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე გაიზრ...
1774939914
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა
კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს,...
1774938943
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია თურქმენეთის მოქალაქე
ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია თურქმენეთის მოქალაქე - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექს...
1774936835
საზოგადოებაპრემიერი: 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა
31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელშიც სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად,...
1774936681
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების უპირველესობაზე დღესაც გვჭირდება ისეთივე ერთობა, როგორც 35 წლის წინ, 31 მარტს გვქონდა, რადგან კითხვა, რომელიც მაშინ დაისვა, სინამდვილეში, დღემდე ძალაშია
დღეს 31 მარტია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე. დღე, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულმა საყოველთაო სახალხო გამოკითხვამ ერთხმად უპასუხა ისტორიულ კითხვას - გვსურდა თ...



























