სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონების დაბრუნების შუამდგომლობით მიმართვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის ივლისში, ცალკეული საჯარო მოხელეების მხრიდან სოფიო ჩხენკელზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა მის საკუთრებაში არსებული, გარდაბნის რაიონის, ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ დაეთმო სახელმწიფოს სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში სოფიო ჩხენკელს შეექმნებოდა პრობლემები და მიეცემოდა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.
ზეწოლის შედეგად, სოფიო ჩხენკელმა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაძლო ხელოვნური პრობლემების შექმნის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფოს სასარგებლოდ, მიტოვების გზით აღნიშნული უძრავი ქონება დათმო და სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შემდგომ, მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ბალანსზე აღირიცხა.
გამოძიების პროცესში დაიკითხნენ მოწმეები, გამოთხოვილი იქნა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებასთან კავშირში არსებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ამოღებული იქნა შესაბამისი საარქივო ჩანაწერები და იმჟამინდელი საკანონმდებლო რეგულაციები.
გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე სოფიო ჩხენკელს 1992 წელს მიწის რეფორმის ფარგლებში, მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის N128 დადგენილების თანახმად, ვარკეთილის საზოგადოებრივი მეხილეობა-მევენახეობის აქტის საფუძველზე, გარდაბნის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე გადაეცა 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რისი კანონიერებაც დადასტურდა შემოსავლების სამსახურის არქივში დაცული 1993 წლის საწევრო გადასახადის დოკუმენტაციითა და 1999-2003 წლების მიწის ნაკვეთის მფლობელთა საგადასახადო სიებით.
ამდენად სოფიო ჩხენკელს ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება კეთილსინდისიერად ჰქონდა მოპოვებული და აკმაყოფილებდა კანონის ყველა მოთხოვნას, შესაბამისად არ არსებობდა მისი ჩამორთმევის რაიმე სახის კანონიერი საფუძველი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დეპარტამენტი მიმართავს შესაბამისს უწყებას, რათა დაზარალებულ მოქალაქეს საკუთრებაში დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1775644658
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ტერორისტული საქმ...
1775643732
საზოგადოებაგურამ დუმბაძე: ანაკლიის პორტის დაღრმავების სამუშაოების ღირებულება შემცირდა 52.5 მლნ დოლარით, გაძლიერდა ზედამხედველობის კომპონენტი და ამ ნაწილში ჩაერთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
„აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის პორტის დაღრმავების სამუშაოები, გადაფასდა სამუშაოს მოცულობები და ღირებულებები და, საერთო ჯამში, შესყიდვის ღირებულება შემცირდა 52.5 მლნ დოლარით“, - განაცხადა მთავრობის ეფ...
1775642947
საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: 2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
სუსის ინფორმაციით, 2026 წლის 2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდა...
1775642049
ახალი ამბებირომის პაპი: ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის დაძაბული საათების ფონზე, მივესალმები ორკვირიანი ზავის გამოცხადებას
რომის პაპი ლეო XIV აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. რომის პაპმა მხარეებს მოუწოდა, გააგრძელონ მოლაპარაკებები, რათა რეგიონული კონფლიქტი დასრ...
1775641595
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის - საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე იმ მონაცემების არგანახლებას, რომლებშიც საქა...



























