ეკა სეფაშვილი: იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე რატომ ჰქონდათ შეწყალების მოლოდინი, არ მესმის

„ის ფაქტი, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა, არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის პოლიტიკური თამაშები“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ოპოზიციის მხრიდან შეწყალების აქტის დისკრედიტაციის მცდელობაზე კომენტირებისას.

როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გაუგებარია, ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის დანაშაული, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, რატომ ელიან შეწყალებას პრეზიდენტის მხრიდან.

„იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე და არ მოუნანიებიათ, პირიქით ძალიან ამაყად აცხადებენ, რომ არ ნანობენ ჩადენილს, სწორად მოიქცნენ და ფუთავენ თავიანთ დანაშაულს გამოგონილი, ვითომ პოლიტიკური მიზნებით, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში არის სისხლის სამართლის და ზოგ შემთხვევაში ადმინისტრაციული, რატომ ჰქონდათ შეწყალების მოლოდინი, არ მესმის და ეს ჩემთვის გაუგებარია.

ის ფაქტი, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა, არის მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური თამაშები, რომელსაც არავითარი შედეგი არ მოსდევს იმიტომ, რომ არ არის რეალურ ობიექტურ და სამართლებრივ ვარაუდებზე და არგუმენტებზე დაფუძნებული. კიდევ ერთი რამ არის ჩემთვის გაუგებარი - თუ ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არალეგიტიმურია და მას არალეგიტიმური ინსტიტუციები მართავენ, არ აღიარებენ პრეზიდენტს, მაშინ რატომ მოითხოვენ მისგან შეწყალებას და იმ ძალაუფლების გამოყენებას, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია. ისევ და ისევ გაუგებარი და აბსურდულია მათი მიდგომები?“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768903727

საზოგადოება

როგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?

გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინ...

ამინდია

1768901864

ახალი ამბები

„ყველა ცენტრალური გზა გახსნილია, ახლა ვმუშაობთ მეორე და მესამე კატეგორიის გზებზე, ანუ შიდა უბნებზე“ - გიორგი პაპავა

„თბილსერვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორის გიორგი პაპავას განცხადებით, თბილისის ყველა ცენტრალური გზა გახსნილია. მისივე თქმით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები, ამ დროისთვის, შიდა უბნებს, ჩიხებსა და კვ...

 გიორგი პაპავა

1768900690

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელია...

გუდაური-კობი

1768899433

ახალი ამბები

ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფ...

ვერონა-თელავი

1768898203

ახალი ამბები

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყავის საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ყავის საწარმოში - შპს „ტრეიდერი“ (მისამართი: ქ. თბილისი, ქვალონის №1, ს/კ 404505905) არაგეგმური ინსპექტი...

საქმიანობა შეუჩერა