Bloomberg: ტრამპმა „მშვიდობის საბჭოში“ 49 ქვეყანა მიიწვია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ გასაწევრიანებლად მსოფლიო ლიდერები მიიწვია, მათ შორის არიან უკრაინა და რუსეთი. მიწვეულთა სია Bloomberg-მა გამოაქვეყნა.
სიაში შედის 49 ქვეყანა, მათ შორის ევროპის სახელმწიფოების უმეტესობა, ასევე რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, ისრაელი, საუდის არაბეთი, პაკისტანი, ომანი და სხვ. სიაში ცალკეა მითითებული ევროკომისია.
უკრაინული მედიის ინფორმირებულმა წყარომ დაადასტურა, რომ აშშ-მა საბჭოში უკრაინა მიიწვია, თუმცა კიევი ამჟამად მიწვევას განიხილავს და ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
რაც შეეხება რუსეთს, ტრამპმა თავად დაადასტურა, რომ საბჭოში რუსეთიც მიიწვია.
Bloomberg-ის ცნობით, ტრამპს სურს, რომ ხელმოწერის ცერემონია დავოსში ხუთშაბათს, 22 იანვარს, გაიმართოს.
Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული მოსაწვევების სია ეფუძნება საკითხთან დაკავშირებული პირების ინფორმაციას და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტებს. ყველა ქვეყანამ არ დაადასტურა მიწვევის მიღება და სია ამომწურავი არ არის.
მიწვეული ქვეყნების სია ასე გამოიყურება:
ალბანეთი
არგენტინა
ავსტრალია
ავსტრია
ბაჰრეინი
ბელარუსი
ბრაზილია
კანადა
კვიპროსი
ეგვიპტე
ევროკომისია
ფინეთი
საფრანგეთი
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ინდოეთი
ინდონეზია
ირლანდია
ისრაელი
იტალია
იაპონია
იორდანია
ყაზახეთი
მაროკო
ნიდერლანდები
ახალი ზელანდია
ნორვეგია
ომანი
პაკისტანი
პარაგვაი
პოლონეთი
პორტუგალია
კატარი
რუმინეთი
რუსეთი
საუდის არაბეთი
სინგაპური
სლოვენია
სამხრეთ კორეა
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
ტაილანდი
თურქეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
გაერთიანებული სამეფო
უკრაინა
უზბეკეთი
ვიეტნამი
1768911788
ახალი ამბებიAxios: ტრამპი და ზელენსკი დავოსში შეხვედრას გამართავენ, თუმცა პროგრესი მოსალოდნელი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში თავის უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა...
1768911438
ახალი ამბებიმობილური ინტერნეტის სისწრაფით საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა და მას ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყანა უსწრებს
Speedtest.net-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ვრცელდება იმ ქვეყნების სია, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი ექნებათ 2026 წელს. საქართველო ამ მაჩვენებლით მე-14 ადგილზეა და ბულგარეთისა და...
1768910492
საზოგადოებაზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორად მარიამ კობიაშვილი დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინ...
1768910289
ახალი ამბებისაქართველოს თავდაცვის მინისტრს კატარის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უმასპინძლა
კატარის სახელმწიფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კატარის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თა...
1768908961
ახალი ამბებისუსი: სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
მიმდინარე წლის 13 იანვარს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...





























