„ყველა ცენტრალური გზა გახსნილია, ახლა ვმუშაობთ მეორე და მესამე კატეგორიის გზებზე, ანუ შიდა უბნებზე“ - გიორგი პაპავა

„თბილსერვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორის გიორგი პაპავას განცხადებით, თბილისის ყველა ცენტრალური გზა გახსნილია.

მისივე თქმით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები, ამ დროისთვის, შიდა უბნებს, ჩიხებსა და კვარტალებს შორის დამაკავშირებელ გზებს წმენდენ.

„24-საათიან რეჟიმში, ყველა ცენტრალური ქუჩის, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და გაჩერების დამუშავება მიმდინარეობდა ტექნიკური მარილით. ყველა სპეციალიზებული ტექნიკა და ცოცხალი ძალა აგრძელებს იგივე რეჟიმში მუშაობას.

როგორც დღეს, დილით, 07:00 საათიდან განვაახლეთ მუშაობა, ისე გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც, მანამ, სანამ სრულად არ მოხდება ნალექით გამოწვეული ზიანის აღდგენა.

ვინაიდან, ყველა ცენტრალური გზა არის გახსნილი, ახლა ვმუშაობთ მეორე და მესამე კატეგორიის გზებზე, ანუ შიდა უბნებზე, ჩიხებზე, კვარტალებს შორის დამაკავშირებელ ტერიტორიებზე, ამდენად ყველაზე მეტი ტექნიკა მობილიზებული გვყავს ამ მიმართულებით“, - აცხადებს „თბილსერვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768902156

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე რატომ ჰქონდათ შეწყალების მოლოდინი, არ მესმის

„ის ფაქტი, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა, არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის პოლიტიკური თამაშები“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ოპო...

ეკა სეფაშვილი

1768900690

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელია...

გუდაური-კობი

1768899433

ახალი ამბები

ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფ...

ვერონა-თელავი

1768898203

ახალი ამბები

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყავის საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ყავის საწარმოში - შპს „ტრეიდერი“ (მისამართი: ქ. თბილისი, ქვალონის №1, ს/კ 404505905) არაგეგმური ინსპექტი...

საქმიანობა შეუჩერა

1768896869

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტს აფუჭებს და ცრუ მოლოდინებს წარმოშობს, უნდათ, ხელოვნურად შექმნან მოლოდინები

საქართველოს პრეზიდენტს 24 საათის განმავლობაში შეუძლია, ნებისმიერი აქტის გამოცემა, რაც მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას შეესაბამება, შეიძლება რაღაც ტექნიკური საკითხები იყო დასაზუსტებელი, რაღაც დოკუმენტაც...

თენგიზ შარმანაშვილი