მაჭავარიანი შეწყალებაზე: ჩვენ კარგად ვიცით, იქითა მხარე არ აღიარებს ბატონ ყაველაშვილს, როგორც პრეზიდენტს, რატომ ჰქონდათ რაიმეს მოლოდინი?

„რადიკალებმა შექმნეს ცრუ, ხელოვნური აჟიოტაჟი, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია გამოიწვიონ საზოგადოებაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ის შეწყალების აქტთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ შექმნილ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ აქციებზე დაკავებულები შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდნენ.

„ჩვენ კარგად ვიცით, იქითა მხარე არ აღიარებს ბატონ ყაველაშვილს, როგორც პრეზიდენტს და რატომ ჰქონდათ რაიმეს მოლოდინი? რა თქმა უნდა, შეწყალება ეს არის ჰუმანური აქტი იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც აანალიზებენ თავიანთ დანაშაულს და ამ შემთხვევაში საუბარია მსჯავრებულებზე, რომლებიც ამბობენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, არაფერს არ ინანიებენ და ფაქტობრივად, რასაც ისინი ლაპარაკობენ შეგვიძლია უტრირებულად ვთქვათ, რომ გამოვლენ - იმავეს ჩაიდენენ. აქედან გამომდინარე, არავის უნდა უკვირდეს, რომ არ მოხვდნენ შეწყალებულთა შემადგენლობაში. მათი მშობლების ამ სახით გამოყენება, რა თქმა უნდა, კიდევ მორიგი ბინძური ნაბიჯები არის რადიკალების მხრიდან“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768910289

ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრს კატარის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უმასპინძლა

კატარის სახელმწიფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კატარის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თა...

საქართველოს თავდაცვის მინისტრ

1768908961

ახალი ამბები

სუსი: სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

მიმდინარე წლის 13 იანვარს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...

ოკუპაცია

1768908249

მსოფლიო

Bloomberg: ტრამპმა „მშვიდობის საბჭოში“ 49 ქვეყანა მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ გასაწევრიანებლად მსოფლიო ლიდერები მიიწვია, მათ შორის არიან უკრაინა და რუსეთი. მიწვეულთა სია Bloomberg-მა გამოაქვეყნა. სიაში შედის 49 ქვეყანა...

დონალდ ტრამპი

1768907419

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა ს...

პროკურატურა

1768906579

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტს არაფერი გაუჭიანურებია, გამოიცა შეწყალების აქტი და დღეს დილიდან მოხდება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება

„პრეზიდენტს არაფერი გაუჭიანურებია. გამოიცა შეწყალების აქტი და დღეს დილიდან ამ აქტის შესაბამისად მოხდება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება. ამაში რა არის ისეთი სენსაციური, არაჰუმანური და საშინელება, რომ რ...

პარლამენტის დეპუტატი