პრემიერი: მხოლოდ 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, რაც კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა
„მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ შორის, იყვნენ, სამწუხაროდ, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებიც.
„2023 წლის ბოლოს გამოვლინდა უკვე გარკვეული არსებითი ფორმით პრობლემები მართვაში კორუფციის კუთხით. მაშინ გაკეთდა გაანცხადი ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ერთ-ერთი მთავარი მინიშნება ჩვენს პარტიულ ყრილობაზე გაკეთდა სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. იქიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ ჩვენ შეგვემცირებინა თვისებრივად კორუფციის მასშტაბი ჩვენს ქვეყანაში და პრინციპულად აღმოგვეფხვრა კორფუცია პოლიტიკურ დონეზე, რაც იყო ჩვენი უპირველესი ამოცანა. ეს ყველაფერი გავაკეთეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით. ერთია თვითონ სისხლის სამართლებრივი დევნა, გამოძიება, ეს არის მხოლოდ ერთი ასპექტი, თუმცა აქაც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ.
200-ზე მეტი საქმე, რაც არის კორფუციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება, მათ შორის, იყვნენ, სამწუხაროდ, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებიც, თუმცა ეს არ არის ძირითადი ასპექტი კორფუციასთან ბრძოლის. მთავარი არის ის მიდგომები, რომლებიც დამკვიდრდა მართვის სისტემაში. პირველ რიგში, გამჭვირვალობის კუთხით იყო სერიოზული პრობლემები და პირველივე დღიდან, როდესაც ჩამოყალიბდა მთავრობის ახალი შემადგენლობა, 2024 წლის თებერვალში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მთავრობის ყველა აქტის გასაჯაროების თაობაზე.
მთავრობის საქმიანობა გახდა სრულია გამჭვირვალე და დღესაც შეგიძლიათ იხილოთ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ათასობით აქტი, რომელიც არის სრულიად გამჭვირვალე და აბსოლუტურად ღიად შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი ინფორმაცია. თუ გექნებათ ეჭვები კორუფციასთან დაკავშირებით, ყველა კითხვაზე მზად ვართ პასუხისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა კონკრეტული პრაქტიკების მოწესრიგების საკითხზე.
„ასევე, კონკრეტული პრაქტიკები მოვაწესრიგეთ, რომელიც ეხება, მაგალითად იგივე სახელმწიფო ქონების გასხვისებას. პრივატიზაციის ნაწილში იყო ჩამოყალიბებული ძალიან მარტივი პრაქტიკა, მაგალითად 1 ლარად შეიძლება გასხვისებულიყო სახელმწიფო ქონება. მთლიანად აღმოიფხვრა ეს პრაქტიკა. იმისათვის, რომ მაქსიმალური მოგება მიიღოს სახელმწიფო ბიუჯეტმა ქონების პრივატიზაციიდან, ჩვენ შემოვიღეთ აუქციონის წესი. ყველაფერზე ცხადდება აუქციონი, რომელიც არის გამჭვირვალე და შესაბამისად, აქ თეორიულადაც გამორიცხულია ქონების პრივატიზაციის დროს კორუფცია. თეორიული შანსიც კი არ დავტოვეთ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ხარჯზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1773684095
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ვუთხარით, რომ ელენე ხოშტარია ციხეში არა რაიმე პოლიტიკური დევნის საფუძველზე, არამედ გირაოს გადაუხდელობოს გამო იჯდა, უნდა გენახათ მათი გაოცებული სახეები
ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი. მისი თქმით, ზოგიერთი ევროპარლა...
1773681914
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს - ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად
„საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვს წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფ...
1773681227
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
„ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,...
1773680085
მსოფლიოთეირანი მეზობელ ქვეყნებს აშშ-ის იერიშების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ მეზობელი ქვეყნები ირანზე თავდასხმების ხელშეწყობაში დაადანაშაულა და პოზიციების მკაფიოდ დაფიქსირებისკენ. ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება. „არსებობს ცნობებ...
1773679507
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ვიზიტისას გამოიხატა მზადყოფნა დავიწყოთ მუშაობა ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რაც არის თვისობრივად ახალი ურთიერთობების დასაწყისი
„ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უცებ გადაიტვირთება და ისინი თვისობრივად ახალ ნიშნულზე ავა. თუმცა, ესეც პროცესია,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდ...































