ირაკლი კობახიძე: დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები, უკვე შედეგიც სახეზეა

დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები. უკვე შედეგიც სახეზეა - არსებითად გაზრდილია ინტერესი კერძო კომპანიების მხრიდან, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში ნეპოტისტური პრაქტიკის აღმოფხვრის შედეგად, მოხერხდა საწარმოებში 60 მლნ ლარის დაზოგვა წლიურ ჭრილში.

„რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები. უკვე შედეგიც სახეზეა. არსებითად გაზრდილია ინტერესი კერძო კომპანიების მხრიდან, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში. ეს განსაკუთრებით ეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ეს რა თქმა უნდა, შეამცირებს პროექტების ხარჯებსაც. როდესაც გახსნილია სისტემა, ეს პირდაპირ აისახება შესაბამისი სამუშაოების დანახარჯებზეც. ნეპოტიზმი იყო სერიოზული პრობლემა და მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში სწორედ ამ ნეპოტისტური პრაქტიკის აღმოფხვრის შედეგად, ჩვენ მოვახერხეთ მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში 60 მლნ ლარის დაზოგვა წლიურ ჭრილში.

ასევე იყო კონკრეტული პრობლემები ენერგეტიკის სფეროში, რკინიგზის სფეროში და აქაც არსებითად შეიცვალა ვითარება. პროექტების ოპტიმიზაციის ხარჯზე 700 მილიონი ლარი დაიზოგა ერთჯერადად მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში. ასევე, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკები, პირდაპირ დაკავშირებულია კორუფციასთან. აქაც, 2500 ნარკორეალიზარტორი იქნა დაკავებული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ესეც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრინციპულია ხელისუფლების მიდგომა კორუფციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773684990

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ავარია სოფელ ჭაბუკიანისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კა...

ყვითელი ლენტი

1773684095

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ვუთხარით, რომ ელენე ხოშტარია ციხეში არა რაიმე პოლიტიკური დევნის საფუძველზე, არამედ გირაოს გადაუხდელობოს გამო იჯდა, უნდა გენახათ მათი გაოცებული სახეები

ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი. მისი თქმით, ზოგიერთი ევროპარლა...

ეკა სეფაშვილი

1773681914

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს - ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად

„საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვს წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფ...

ირაკლი კირცხალია

1773681227

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ

„ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,...

ირაკლი კირცხალია

1773680085

მსოფლიო

თეირანი მეზობელ ქვეყნებს აშშ-ის იერიშების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ მეზობელი ქვეყნები ირანზე თავდასხმების ხელშეწყობაში დაადანაშაულა და პოზიციების მკაფიოდ დაფიქსირებისკენ. ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება. „არსებობს ცნობებ...

თეირანი მეზობელ ქვეყნებს