ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტები განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები შშმ პირთა უფლებების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს და მისი მიზანია, შშმ პირებისთვის ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის უზრუნველყოფა.

რატი იონათამიშვილის განმარტებით, კანონპროექტი საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას ეფუძნება.

კანონპროექტით საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება ენიჭება დაამტკიცოს ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის ტექნიკური რეგლამენტი და ასევე განსაზღვროს გამონაკლისები. კანონპროექტის ძირითადი დებულებების ამოქმედება 2027 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.

კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის დანიშვნის რეგულაციას შეეხება.

„საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს, საქართველოს პარლამენტის თანხმობით, 4 წლის ვადით თანამდებობაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. კანონპროექტის მიღების შემდეგ შესაძლებელი გახდება, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი ორზე მეტი ვადით დაინიშნოს. აღნიშნული ცვლილება ინსტიტუციურ სტაბილურობას, გამოცდილი ხელმძღვანელის ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების სრულად გამოყენებას და სამსახურის საქმიანობის უწყვეტობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კანონპროექტი პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, თორნიკე ბერეკაშვილისა და ლევან მაჭავარიანის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარეს და საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770034877

მსოფლიო

გერმანიაში ლუდის გაყიდვების ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა 1993 წლიდან

გერმანიაში ლუდის გაყიდვების მოცულობა 2025 წელს წინა წელთან შედარებით 6 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ფედერალური სტატისტიკური უწყება იუწყება და აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი შემცირებაა სტატისტ...

ლუდი

1770033111

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიც...

ააა

1770032492

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: კომისია მომართული იქნება მომხმარებლების უფლებების დაცვისკენ იმ პირობით, რომ ბიზნესის ინტერესებიც იქნება დაცული

სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისიის შექმნას პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირაში უყრიან კენჭს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მოადგილე ნ...

ნინო წილოსანი

1770031609

ახალი ამბები

გია ვოლსკი: მნიშვნელოვანია, რა რესურსს მოძებნის სახელმწიფო ბიზნესთან ერთად, წინასწარი მონაცემებით, ფასების კლების რეზერვი არსებობს

პოზიტიური მოლოდინი რომ არ იყოს, ფასების კლებაზე მუშაობა არც დაიწყებოდა. წინასწარი მონაცემებით, ამის რესურსი და რეზერვი არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა...

გია ვოლსკი

1770029903

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე შეიმუშაოს, რომელიც იქნება დამცავი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე შეიმუშაოს, რომელიც იქნება დამცავი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განა...

დავით მათიკაშვილ