ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია
ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე.
კერძოდ:
- ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია
- 2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია
- ნომინალურ მაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა
- ასევე სიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა
- უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა
- ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინაამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.
1770032492
ახალი ამბებინინო წილოსანი: კომისია მომართული იქნება მომხმარებლების უფლებების დაცვისკენ იმ პირობით, რომ ბიზნესის ინტერესებიც იქნება დაცული
სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისიის შექმნას პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირაში უყრიან კენჭს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მოადგილე ნ...
1770031609
ახალი ამბებიგია ვოლსკი: მნიშვნელოვანია, რა რესურსს მოძებნის სახელმწიფო ბიზნესთან ერთად, წინასწარი მონაცემებით, ფასების კლების რეზერვი არსებობს
პოზიტიური მოლოდინი რომ არ იყოს, ფასების კლებაზე მუშაობა არც დაიწყებოდა. წინასწარი მონაცემებით, ამის რესურსი და რეზერვი არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა...
1770029903
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე შეიმუშაოს, რომელიც იქნება დამცავი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის
სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე შეიმუშაოს, რომელიც იქნება დამცავი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განა...
1770029867
ახალი ამბებიგია ვოლსკი: თანამშრომლობა „ნაცმოძრაობასთან“ და გახარიას პარტიას შორის არის თვალსაჩინო, ინსტრუქტორიც ერთი ჰყავთ და დებატების პროცესის განვითარებას არ დაუჭერენ მხარს
გახარიას პარტია ეძებს ნიშას და უნდა საზოგადოებას თავი წარმოუდგინოს, როგორც ნეიტრალურმა პოლიტიკურმა მოთამაშემ და თითქოს „ნაცმოძრაობას“ უპირისპირდება, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“, ამ დროს რეალობა სხვა...
1770029109
ახალი ამბებიპარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 3-6 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო და მათი შემდგ...































