რევაზ სოხაძე: იმედი გვაქვს, რომ წყალტუბოში უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე პროექტს დავიწყებთ, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი იქნება
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო და სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო და მათი მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და უკვე ფუნქციონირება დაიწყო ორმა ახალმა საბავშვო ბაღმა.
„დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ ორმა ახალმა ბაღმა უკვე დაიწყო ფუნქციონირება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პარალელურად, მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაც აქტიურად მიმდინარეობს. დაწყებულია თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის პროექტირება, რომლის ფარგლებშიც აშენდება უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტადიონი. ასევე, იგეგმება რაგბის სტადიონის მშენებლობა.
„იმედი გვაქვს, რომ წყალტუბოში უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე პროექტს დავიწყებთ, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას რევაზ სოხაძემ ქუთაისში განხორციელებულ სამუშაოებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წინა დღეს ადგილზე გაეცნო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის პროცესს და აღნიშნა ის გამოწვევები, რომლებიც ქუთაისის №4 და №7 სკოლებთან დაკავშირებით არსებობს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეფერხებული სამუშაოებისა და შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მოსწავლეებსა და მშობლებს და მზად არის ნებისმიერ დროს ჰქონდეს მათთან კომუნიკაცია.
„მზად ვართ ავუხსნათ, თუ რა პრობლემები არსებობს. აქტიურად ვმუშაობთ, რომ პროცესი რაც შეიძლება მალე დაიძრას. დღეს რთულია იმის თქმა, რომ პრობლემა რამდენიმე დღეში მოგვარდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ზუსტად იცოდნენ ჩვენი გეგმები და ის ნაბიჯები, რომელსაც ამ მიმართულებით ვდგამთ“, - განაცხადა სოხაძემ.
მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს სკოლების მშენებლობა შარშან, სექტემბერში გადაეცა, მას შემდეგ, რაც მოხდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ესიდა) ლიკვიდაცია, ხოლო სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების შემსრულებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განისაზღვრა.
„დღეს ჩვენ, განათლების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ, რათა ყველა გაჭიანურებულ და პრობლემურ პროექტთან დაკავშირებით ეფექტური გადაწყვეტილებები რაც შეიძლება დროულად მივიღოთ“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
1770034877
მსოფლიოგერმანიაში ლუდის გაყიდვების ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა 1993 წლიდან
გერმანიაში ლუდის გაყიდვების მოცულობა 2025 წელს წინა წელთან შედარებით 6 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ფედერალური სტატისტიკური უწყება იუწყება და აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი შემცირებაა სტატისტ...
1770034238
ახალი ამბებიეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტები განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართ...
1770033111
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია
ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიც...
1770032492
ახალი ამბებინინო წილოსანი: კომისია მომართული იქნება მომხმარებლების უფლებების დაცვისკენ იმ პირობით, რომ ბიზნესის ინტერესებიც იქნება დაცული
სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისიის შექმნას პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირაში უყრიან კენჭს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მოადგილე ნ...
1770031609
ახალი ამბებიგია ვოლსკი: მნიშვნელოვანია, რა რესურსს მოძებნის სახელმწიფო ბიზნესთან ერთად, წინასწარი მონაცემებით, ფასების კლების რეზერვი არსებობს
პოზიტიური მოლოდინი რომ არ იყოს, ფასების კლებაზე მუშაობა არც დაიწყებოდა. წინასწარი მონაცემებით, ამის რესურსი და რეზერვი არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა...































