გერმანიაში ლუდის გაყიდვების ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა 1993 წლიდან

გერმანიაში ლუდის გაყიდვების მოცულობა 2025 წელს წინა წელთან შედარებით 6 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ფედერალური სტატისტიკური უწყება იუწყება და აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი შემცირებაა სტატისტიკის წარმოების დაწყებიდან — 1993 წლიდან.

გასულ წელს გერმანიაში ლუდის გაყიდვების მოცულობამ ლუდსახარშებიდან და საწყობებიდან 7,8 მილიარდი ლიტრი შეადგინა — რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 497,1 მილიონი ლიტრით ნაკლებია. პრესრელიზის მიხედვით, 1993 წლის შემდეგ გაყიდვები არც ერთხელ არ ყოფილა 8 მილიარდ ლიტრზე დაბლა წლის განმავლობაში.

„ლუდსახარშები, ისევე როგორც ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების სფერო, მომხმარებელთა მხრიდან თანხების ეკონომიურად ხარჯვას ხედავენ“, — ასე გამოეხმაურა სტატისტიკას გერმანული ლუდსახარშების გაერთიანება.

Destatis-ის მონაცემებით, გერმანიაში ლუდის გაყიდვების კლება გრძელვადიან ტენდენციას წარმოადგენს. მაგალითად, 2015 წელს რეალიზაციის მოცულობა 18,9%-ით, ანუ 1,8 მილიარდი ლიტრით, მეტი იყო, ვიდრე 2025 წელს. ზოგადად, გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებში ლუდის გაყიდვები ყოველწლიურად უფრო მაღალია, ვიდრე ცივ სეზონზე.

აღნიშნულია, რომ 2025 წელს გერმანული ლუდსახარშებისა და საწყობების მიერ გაყიდული ლუდის 82,5% შიდა ბაზარზე იყო ორიენტირებული. ამ სეგმენტში გაყიდვები წლის განმავლობაში 5,8%-ით შემცირდა და 6,4 მილიარდი ლიტრი შეადგინა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770034238

ახალი ამბები

ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტები განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართ...

ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტ

1770033111

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიც...

ააა

1770032492

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: კომისია მომართული იქნება მომხმარებლების უფლებების დაცვისკენ იმ პირობით, რომ ბიზნესის ინტერესებიც იქნება დაცული

სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისიის შექმნას პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირაში უყრიან კენჭს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მოადგილე ნ...

ნინო წილოსანი

1770031609

ახალი ამბები

გია ვოლსკი: მნიშვნელოვანია, რა რესურსს მოძებნის სახელმწიფო ბიზნესთან ერთად, წინასწარი მონაცემებით, ფასების კლების რეზერვი არსებობს

პოზიტიური მოლოდინი რომ არ იყოს, ფასების კლებაზე მუშაობა არც დაიწყებოდა. წინასწარი მონაცემებით, ამის რესურსი და რეზერვი არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა...

გია ვოლსკი

1770029903

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე შეიმუშაოს, რომელიც იქნება დამცავი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე შეიმუშაოს, რომელიც იქნება დამცავი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განა...

დავით მათიკაშვილ