„ელმურაზ მამედოვი ფერმერს დაუკავშირდა და ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით 200 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა“ - განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს - ს.ა.-ს სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ე.წ. „ქურდული სამყაროს” სახელით 200 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

მამედოვმა ფერმერს თანხის გადასახდელად სამდღიანი ვადა განუსაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა.

სამდღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამავე სოფელში, ს.ა.-ს შვილს, რომელიც ოჯახის კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს - შედეგად, არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა - პოლიციამ 1994 წელს დაბადებული თ.ხ. და წარსულში ნასამართლევი, 2001 წელს დაბადებული ნ.ი. ბრალდებულების სახით დააკავა.

ამასთან, ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი პირის - 1985 წელს დაბადებული შ.მ.-ს მიმართ ძებნა გამოცხადდება.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762631996

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს ანგარიშიც, ლექსიკა, ის ხისტი ენა, როგორც არის დაწერილი, „ნახევრად ცარიელი ჭიქის“ პრინციპით, ბუნებრივია ეს არ ემსახურება გრძელვადიან ურთიერთობებს

„ამ ადამიანების მხრიდან, სამწუხაროდ ეს არ არის ახალი განცხადება. გასაგებია, მათ თავიანთი პოლიტიკური ინტერესი აქვთ“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის...

ლევან მახაშვილი

1762630481

სპორტი

ევროპის ჭაბუკთა თასზე ალექსი გულუამ ვერცხლი, გიორგი კაპანაძემ კი ბრინჯაო მედალი მოიპოვა

უნგრეთის ქალაქ გიორში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ტურნირზე ალექსი გულუამ (-60 კგ) ვერცხლი, გიორგი კაპანაძემ (-66 კგ) კი ბრინჯაო მედალი მოიპო...

ალექსი გულუა

1762628717

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე წალენჯიხის მერიის შენობიდან დროშების ჩამოხსნაზე: ნახევრად ჩამოჭრილ ჩვენს სახელმწიფო დროშაზე მიკერებული ევროკავშირის დროშა, დროშა არ არის, ეს იყო ნაცური დროშა!

„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, წალენჯიხის მერიის შენობიდან დროშების ჩამოხსნის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ წალენჯიხა დაუბრუნდა წალენჯიხელებს და საქართველოს...

დიმიტრი სამხარაძე

1762626138

ახალი ამბები

საქართველოს კალათბურთის ფედერაციას კვლავ ვიქტორ სანიკიძე უხელმძღვანელებს

 საქართველოს კალათბურთის ფედერაციას კვლავ ვიქტორ სანიკიძე უხელმძღვანელებს. ფედერაციის საანგარიშო სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა, ბოლო წლების მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ახალი ციკლის პერ...

ვიქტორ სანიკიძე

1762624345

საზოგადოება

10 ნოემბრიდან B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 10 ნოემბრიდან B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შე...

მართვის უფლების