ვატო შაქარიშვილი: იქ, სადაც სიცრუეა, სადაც სპეკულაციაა, რა თქმა უნდა იქ არის სააკაშვილი! $6.5 მილიარდიან ინვესტიციათან ბრძოლის ავანგარდში, ვივა-მედიდან ერთვება სისხლიანი დიქტატორი, რომელმაც ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინა

 „და აი ისიც! იქ, სადაც ქვეყნის საწინააღმდეგოა, სადაც სიცრუეა, სადაც სპეკულაციაა, რა თქმა უნდა იქ არის სააკაშვილი! $6.5 მილიარდიან ინვესტიციათან ბრძოლის ავანგარდში, ვივა-მედიდან ერთვება სისხლიანი დიქტატორი, რომელმაც ავანტიურისტული ომი დაიწყო და ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინა“,- ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ვატო შაქარიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

შაქარიშვილი საუბრობს სააკაშვილის მიერ ჩადენილ იმ ქმედებებზე, რომლითაც მან უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოსა და მის მოსახლეობას და აცხადებს, რომ „შესანიშნავი” კოალიცია შეიკრა ქვეყნის წინააღმდეგ განვითარების ბრძოლაში.

„და აი ისიც! იქ, სადაც ქვეყნის საწინააღმდეგოა, სადაც სიცრუეა, სადაც სპეკულაციაა, რა თქმა უნდა იქ არის სააკაშვილი!

$6.5 მილიარდიან ინვესტიციათან ბრძოლის ავანგარდში, ვივა-მედიდან ერთვება სისხლიანი დიქტატორი, რომელმაც ავანტიურისტული ომი დაიწყო და ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინა; რომელმაც 120-ზე მეტ ქართულ სოფელს “უსარგებლო ქვების გროვა” უწოდა; რომელმაც გარეჯის მიწები აზერბაიჯანს დაუთმო; სტრატეგიული ობიექტების და ენერგორესურსების დიდი ნაწილი რუსულ კომპანიებზე გაყიდა; რომელმაც კახა ბენდუქიძეს სახელმწიფო პოლიტიკად გამოაცხადებინა - “ყველაფერი იყიდება!” რომელმაც ათეულობით ათას თურქს მოქალაქეობა მიანიჭა(საარჩევნოდ მათი ხმების სანაცვლოდ); რომელიც 2011 წელს აპირებდა ბურების, 40.000 ოჯახის ჩამოსახლებას, ამბობდა ესენი ააყვავებენ ჩვენ სოფლის მეურნეობასო; რომელმაც საქართველოს “სინგაპურიზაცია” ეროვნულ მიზნად დასახა; რომელმაც ასობით ქართველი ახალგაზრდა ქუჩაში დახვრიტა; ათასობით ქართველ კაცს ციხეებში ცხოვრება გაუნადგურა, დღეს საამიროებიდან შემოსული ინვესტიციების გამოგონილ საფრთხეებზე გველაპარაკება ვივა-მედიდან… “შესანიშნავი” კოალიცია შეიკრა ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ… ამ ბრძოლაშიც დამარცხდებით სახელოვნად!!!”- წერს შაქარიშვილი Facebook-ზე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762674370

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოდან გაძევების მიზნით დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნიდან გაძევების მიზნით ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის...

მიგრაციის დეპარტამენტი

1762634413

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: როდესაც ელჩი ამბობს, რომ მაინც ღიაა კარი, ჩვენ ამას დავიჯერებდით, საერთო კონტექსტი რომ იყოს ამ პროცესის მხარდამჭერი, მაგრამ როდესაც ჯიქურ არ ჩერდება მცდელობა, წაახალისონ შიდა რადიკალიზაციის პროცესი, არასერიოზულია

„როდესაც ელჩი ამბობს, რომ მაინც ღიაა კარი, ჩვენ ამას დავიჯერებდით საერთო კონტექსტი რომ იყოს ამ პროცესის მხარდამჭერი“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტ...

ლევან მახაშვილი:

1762631996

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს ანგარიშიც, ლექსიკა, ის ხისტი ენა, როგორც არის დაწერილი, „ნახევრად ცარიელი ჭიქის“ პრინციპით, ბუნებრივია ეს არ ემსახურება გრძელვადიან ურთიერთობებს

„ამ ადამიანების მხრიდან, სამწუხაროდ ეს არ არის ახალი განცხადება. გასაგებია, მათ თავიანთი პოლიტიკური ინტერესი აქვთ“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის...

ლევან მახაშვილი

1762630481

სპორტი

ევროპის ჭაბუკთა თასზე ალექსი გულუამ ვერცხლი, გიორგი კაპანაძემ კი ბრინჯაო მედალი მოიპოვა

უნგრეთის ქალაქ გიორში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ტურნირზე ალექსი გულუამ (-60 კგ) ვერცხლი, გიორგი კაპანაძემ (-66 კგ) კი ბრინჯაო მედალი მოიპო...

ალექსი გულუა

1762628717

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე წალენჯიხის მერიის შენობიდან დროშების ჩამოხსნაზე: ნახევრად ჩამოჭრილ ჩვენს სახელმწიფო დროშაზე მიკერებული ევროკავშირის დროშა, დროშა არ არის, ეს იყო ნაცური დროშა!

„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, წალენჯიხის მერიის შენობიდან დროშების ჩამოხსნის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ წალენჯიხა დაუბრუნდა წალენჯიხელებს და საქართველოს...

დიმიტრი სამხარაძე