პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია სამი პირი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული გ.ც., 1994 წელს დაბადებული გ.რ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ი.ა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის:250 გრამზე მეტი „კოკაინი“, „მეთადონი“, ფსიქოტროპული ნივთიერება, 15 კილოგრამი გამომშრალი „მარიხუანა“ და 32 ძირი „მცენარე კანაფი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762630481

სპორტი

ევროპის ჭაბუკთა თასზე ალექსი გულუამ ვერცხლი, გიორგი კაპანაძემ კი ბრინჯაო მედალი მოიპოვა

უნგრეთის ქალაქ გიორში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ტურნირზე ალექსი გულუამ (-60 კგ) ვერცხლი, გიორგი კაპანაძემ (-66 კგ) კი ბრინჯაო მედალი მოიპო...

ალექსი გულუა

1762628717

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე წალენჯიხის მერიის შენობიდან დროშების ჩამოხსნაზე: ნახევრად ჩამოჭრილ ჩვენს სახელმწიფო დროშაზე მიკერებული ევროკავშირის დროშა, დროშა არ არის, ეს იყო ნაცური დროშა!

„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, წალენჯიხის მერიის შენობიდან დროშების ჩამოხსნის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ წალენჯიხა დაუბრუნდა წალენჯიხელებს და საქართველოს...

დიმიტრი სამხარაძე

1762626138

ახალი ამბები

საქართველოს კალათბურთის ფედერაციას კვლავ ვიქტორ სანიკიძე უხელმძღვანელებს

 საქართველოს კალათბურთის ფედერაციას კვლავ ვიქტორ სანიკიძე უხელმძღვანელებს. ფედერაციის საანგარიშო სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა, ბოლო წლების მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ახალი ციკლის პერ...

ვიქტორ სანიკიძე

1762624345

საზოგადოება

10 ნოემბრიდან B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 10 ნოემბრიდან B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შე...

მართვის უფლების

1762623108

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: თუ თავს დაუხრი ბრიუსელს და მის ჭკუაზე ივლი, მაშინ შენთვის ყველაფერი „მოსულა“ და ყველა მიმართულებით პროგრესი გაქვს, მაგრამ თუ გადაწყვეტ, რომ შენი ეროვნული ინტერესებით იმოქმედო, მაშინ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ

ყველაზე მეტად უსამართლო იყო ის ბრალდებები, რაც მოვისმინეთ, იგივე ბრალდებები, თუმცა, მაინც, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...

ლევან მახაშვილი