ზაზა დობორჯგინიძე: პროდასავლურ პროტესტს ანაცვლებს ანტიაღმოსავლური ქსენოფობიური პროტესტი საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციის წინააღმდეგ, რომელსაც „პროდასაბმელი” ოპოზიციის ნაწილიც აჰყვა თვითაქტუალიზების ამაო მცდელობაში

 „პროდასავლური პროტესტი მიილია, რვა ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის და ევროკომისიის გაფართოების უარყოფითი ანგარიშის მიუხედავად, მუხტი არ აიწია და სამი დღეა ქუჩას ვერ კეტავენ. ამის მიზეზებზე საკმარისზე მეტი ვილაპარაკე, ნიშნის მოგებაც მეზარება უკვე“, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

დობორჯგინიძის განცხადებით, დღის წესრიგი იცვლება და პროდასავლურ პროტესტს ანაცვლებს ანტიაღმოსავლური, ქსენოფობიური პროტესტი საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციის წინააღმდეგ, რასაც ოპოზიციის ნაწილიც აჰყვა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან, ეს თვითაქტუალიზების ამაო მცდელობაა და ნაციონალისტურ სენტიმენტებზე პარაზიტირება მათ ვერ უშველით.

„პროდასავლური პროტესტი მიილია, რვა ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის და ევროკომისიის გაფართოების უარყოფითი ანგარიშის მიუხედავად, მუხტი არ აიწია და სამი დღეა ქუჩას ვერ კეტავენ. ამის მიზეზებზე საკმარისზე მეტი ვილაპარაკე, ნიშნის მოგებაც მეზარება უკვე.

ახლა კი დღის წესრიგი იცვლება და პროდასავლურ პროტესტს ანაცვლებს ანტიაღმოსავლური ქსენოფობიური პროტესტი საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციის წინააღმდეგ, რომელსაც პროდასაბმელი ოპოზიციის ნაწილიც აჰყვა თვითაქტუალიზების ამაო მცდელობაში.

არ გიშველით 8%-დან 3%-ზე იდიოტური ბოიკოტით ჩამოქვეითებულ პარტიებს, აკრძალულ ნაცებს და ეკოლოგიური ზვიადიზმის მომხრე საზმაუს პროტესტს ნაციონალისტურ სენტიმენტებზე პარაზიტირება, ამ თემის ბენეფიციარი არის „ალტ ინფო“ და სამართლიანად პრინციპში მათი თემაა.

გამართონ აქცია, ნაციონალისტური თემატიკით ამომრჩეველი მოაბილიზონ, მათი უფლებაა, მაგრამ სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ ისტერიის გამო 6 მილიარდი ვიზარალოთ არბიტრაჟში. 7 დეკემბერს ჩატარდეს აქცია კანონის დაცვით, თუმცა დეკემბრის მეორე ნახევრიდან პარლამენტის წინ წინასაახალწლო დეკორაციები უნდა იყოს და არა ანტიარაბული“, - წერს ზაზა დობორჯგინიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762634413

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: როდესაც ელჩი ამბობს, რომ მაინც ღიაა კარი, ჩვენ ამას დავიჯერებდით, საერთო კონტექსტი რომ იყოს ამ პროცესის მხარდამჭერი, მაგრამ როდესაც ჯიქურ არ ჩერდება მცდელობა, წაახალისონ შიდა რადიკალიზაციის პროცესი, არასერიოზულია

„როდესაც ელჩი ამბობს, რომ მაინც ღიაა კარი, ჩვენ ამას დავიჯერებდით საერთო კონტექსტი რომ იყოს ამ პროცესის მხარდამჭერი“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტ...

ლევან მახაშვილი:

1762631996

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს ანგარიშიც, ლექსიკა, ის ხისტი ენა, როგორც არის დაწერილი, „ნახევრად ცარიელი ჭიქის“ პრინციპით, ბუნებრივია ეს არ ემსახურება გრძელვადიან ურთიერთობებს

„ამ ადამიანების მხრიდან, სამწუხაროდ ეს არ არის ახალი განცხადება. გასაგებია, მათ თავიანთი პოლიტიკური ინტერესი აქვთ“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის...

ლევან მახაშვილი

1762630481

სპორტი

ევროპის ჭაბუკთა თასზე ალექსი გულუამ ვერცხლი, გიორგი კაპანაძემ კი ბრინჯაო მედალი მოიპოვა

უნგრეთის ქალაქ გიორში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ტურნირზე ალექსი გულუამ (-60 კგ) ვერცხლი, გიორგი კაპანაძემ (-66 კგ) კი ბრინჯაო მედალი მოიპო...

ალექსი გულუა

1762628717

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე წალენჯიხის მერიის შენობიდან დროშების ჩამოხსნაზე: ნახევრად ჩამოჭრილ ჩვენს სახელმწიფო დროშაზე მიკერებული ევროკავშირის დროშა, დროშა არ არის, ეს იყო ნაცური დროშა!

„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, წალენჯიხის მერიის შენობიდან დროშების ჩამოხსნის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ წალენჯიხა დაუბრუნდა წალენჯიხელებს და საქართველოს...

დიმიტრი სამხარაძე

1762626138

ახალი ამბები

საქართველოს კალათბურთის ფედერაციას კვლავ ვიქტორ სანიკიძე უხელმძღვანელებს

 საქართველოს კალათბურთის ფედერაციას კვლავ ვიქტორ სანიკიძე უხელმძღვანელებს. ფედერაციის საანგარიშო სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა, ბოლო წლების მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ახალი ციკლის პერ...

ვიქტორ სანიკიძე