ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა

ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა,- ამის შესახებ აღნიშნულია ოხანაშვილის განცხადებაში, რომელიც სუსმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

„მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მმართველ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობის დაკავების შესახებ.

2016 წლიდან შევუერთდი მმართველ გუნდს, სადაც რვა წლის განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდი საპარლამენტო ცხოვრებაში, ხოლო მოგვიანებით იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე განვაგრძე საქმიანობა.

სახელმწიფო სამსახურში ჩემი 9-წლიანი საქმიანობა იყო საკმაოდ შრომატევადი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით სავსე. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას. მიხარია, რომ მმართველ გუნდთან ერთად,საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და გაძლიერებაში.

მსურს, მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებული მადლიერება მსურს გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩემდამი გამოცხადებული დიდი ნდობისა და მუდმივი გულშემატკივრობისთვის.

როგორც უკვე განვაცხადე, საქმიანობას გავაგრძელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს ამ შესაძლებლობისთვის.

დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოება ახალი გამოწვევების წინაშეა, რაც განსაკუთრებულ გავლენას ახდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობისთვის აღნიშნული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებასა და საპასუხო ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ცოდნა დამეხმარება წარმატებით გავართვა თავი ანალიტიკურ საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ამავე დროს, ვრჩები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულ გულშემატკივრად. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო სამსახურის პირად შემადგენლობას ამ მოკლე დროში მნიშვნელოვანი ერთობლივი წარმატებული საქმიანობისთვის.წარმატებას ვუსურვებ სამსახურის მომავალ ხელმძღვანელს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს“, - აღნიშნულია ოხანაშვილის განცხადებაში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755962244

ახალი ამბები

ავარია თბილისის ზღვაზე - დაიღუპა 1 ადამიანი

თბილისის ზღვაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფ...

ავტოავარია

1755962026

ახალი ამბები

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ანრი ოხანაშვილი დაინიშნა

ანრი ოხანაშვილი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე...

ანრი ოხანაშვილი

1755958423

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.   მდინარაძე აღნიშნულ თანამდებობაზე ან...

მამუკა მდინარაძე

1755957163

ახალი ამბები

ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. ბიზნესმენი და პოლიტიკოსი უკანასკნელ გზაზე სიონის საკათედრო ტაძრიდან გააცილეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზი...

ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა

1755954380

ახალი ამბები

ილია მეორე: ლევან გაჩეჩილაძე მარადისობის მკვიდრი გახდა, მისი გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული, ვწუხვართ მისი განშორების გამო და ოჯახის წევრებს თანაგრძნობას ვუცხადებთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მისი ოჯახის წევრებს თანადგომას უცხადებს. „ლევან გაჩეჩილაძე...

ააა