„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია პირდაპირ „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმაა, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობას კარგს არაფერს უქადის

გუშინ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია, რომელსაც ხელს აწერს ურსულა ფონ დერ ლაიენი, თუმცა ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ მისი ავტორი მხოლოდ ევროკომისიის მარიონეტი პრეზიდენტია. ეს დოკუმენტი პირდაპირ „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმაა, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობას კარგს არაფერს უქადის, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული ახალი სტრატეგია არის „მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში“.
„უფრო კონკრეტულად, სტრატეგიის მიხედვით არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი. ამასთანავე, სტრატეგია ბავშვებში სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს ამარტივებს.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოზიციაა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულება აქამდეც ნათელი იყო საზოგადოებისთვის, აღნიშნული სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, უბრალოდ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს თუნდაც დაძაბული და ცალმხრივი ურთიერთობა ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებთან“,- ვკითხულობთ განცხადებაში.
1760173345
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, რომ საქართველოში ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია, რომ ქართული ნიჭისა და ტალანტის გამოვლენას ფართო ასპარეზი გააჩნია
„მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება სიტყვა წარმოვთქვა დღევანდელ განსაკუთრებულ დღეს, როდესაც სახელმწიფოს სახელით ვაჯილდოებთ ქართული კულტურისა და ხელოვნების გამორჩეულ წარმომადგენლებს,” - ამის შესახებ საქ...
1760172438
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა...
1760169611
ახალი ამბებიგიორგი ფხაკაძე: ოპოზიციამ საკუთარი თავი აჩვენა თავიდან ბოლომდე, ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ილაპარაკებს ფაქტებზე, მიანიშნებს შეცდომებზე - დავიღალეთ ამ რევოლუციით, ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში სტაბილურობა
რევოლუციების ისტორიამ გვაჩვენა რომ რევოლუციები, ზოგადად მთავრდება ძალიან სისხლიანად. არ გვინდა ეს რევოლუციები, რაღა დროს ეგ არის - არჩევნები, - განაცხადა ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძე...
1760169318
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პატრულ-ინსპექტორებს...
1760167316
ახალი ამბები„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ უმოკლეს ვადებში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს დისკუსია და გადახედოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიას
„ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ უმოკლეს ვადებში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს დისკუსია და გადახედოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიას“, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართვ...