ევროპარლამენტარი, AFD-ის წევრი ირმჰილდ ბოსფორდი ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და მათგან სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების პატივისცემას მოითხოვს
ევროპარლამენტარი, პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) წევრი ირმჰილდ ბოსფორდი ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და მათგან სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების პატივისცემას მოითხოვს.
„ევროკავშირის პროვოკაციებმა საქართველო აიძულა, სომხეთში გამართული საერთაშორისო კონფერენციისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა: ევროპარლამენტარი ირმჰილდ ბოსდორფი ევროკავშირს ადანაშაულებს და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების პატივისცემას მოითხოვს.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში, 27-30 ოქტომბერს, გაიმართა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა ევრონესტი, რომელიც აერთიანებს ევროპის პარლამენტის წევრებს და საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პარლამენტების დეპუტატებს.
საქართველომ გადაწყვიტა ბოიკოტი გამოეცხადებინა ღონისძიებისთვის, მიზეზად კი მოიყვანა "ევროპარლამენტის მხრიდან პროვოკაციები".
საქართველომ კონფერენციის ბოიკოტირება ევროპარლამენტის მხრიდან უსაფუძვლო პროვოკაციების გამო გადაწყვიტა. ევროპაში ESN ფრაქციის (ალტერნატივა გერმანიისთვის) წარმომადგენელი ირმჰილდ ბოსდორფი განმარტავს:
„მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება თავად საქართველომ მიიღო, ევროპარლამენტის მცირე ჯგუფმა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მემარცხენე-ლიბერალური ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მოწვევა. საბოლოო ჯამში, სწორედ ამან გამოიწვია ბოიკოტი“.
საქართველოს მთავრობის წერილში აღნიშნულია:
„ევროპარლამენტი უნდა დაფიქრდეს, მისი ამჟამინდელი ნაბიჯები აძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას, თუ ანადგურებს პარტნიორობის ხიდებს. მისი ზედმეტად პოლიტიზირებული მიდგომა ძირს უთხრის როგორც ასამბლეისადმი სანდოობას, ისე ევროკავშირსა და მასთან ასოცირებულ ქვეყნებს შორის პარტნიორობას".
ბოსდორფმა დაამატა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს პრაგმატიზმსა და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების პატივისცემას და არა იმ "მემარცხენე-ლიბერალურ შეხედულებებს", რომლებსაც ევროკავშირი ყველგან ცდილობს დააწესოს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით,"- აღნიშნულია განცხადებაში.
1772953430
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებითაზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული შ.ჰ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნ...
1772953316
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...
1772953151
ახალი ამბებიპოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა დ...
1772950806
ახალი ამბებიჯანდაცვის მინისტრმა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ეთერ ქემერტელიძის გამორჩეულ მეცნიერულ...
1772950470
ახალი ამბებიილია თოფურია UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება, მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ქართველი ჯასტინ გეიჯის შეხვდება
ილია თოფურია UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება. 15 ივნისს ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში, თეთრ სახლში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის დაუპირისპ...































