საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ საუდის არაბეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა

 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით რიადში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საუდის არაბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალი ალ-აქლასთან და კომიტეტის წევრებთან, ასევე საუდის არაბეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და წევრებთან.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, თუმცა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებას.

ქართულმა მხარემ საუდის არაბეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ასევე, იმ ეკონომიკურ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

საუდის არაბეთის პარლამენტის წევრებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ დაგეგმილ რეფორმებსა და 2030 წლის ხედვაზე ისაუბრეს. შეხვედრისას საინფორმაციო ტექნოლოგიების, განახლებადი ენერგიებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროებში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა საუდის არაბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვიეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ თურნავა, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე და საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ვიქტორ სანიკიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773259978

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა ეს დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან

ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა დეზინფორმაცია [ემსახურება] იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან, რომ მოარყიონ ეკონომიკა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE...

ირაკლი კირცხალია

1773259937

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ შეიძლება, ეს ორი ჭეშმარიტება ვერ ვათქმევინეთ ​​ევროკავშირს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც ორი მარტივი ჭეშმარიტება თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ არის პოლიტიკური პროცესის ჩამნაცვლებელი, - განაცხადა პარლამ...

შალვა პაპუაშვილ

1773258889

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი, თურმე ჩვენი ქვეყანა გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს ხომ გამოვიარეთ, ეს ხომ ვნახეთ

ამას კიდევ ერთხელ დაესვა წერტილი სწორედ იმ სახელი და გვარების მიერ და მხრიდან, რომელთაც ერთხელ უკვე დაუსვეს ამ ბინძურ სპეკულაციას წერტილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ირაკლი კირცხალია

1773258854

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები

ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლეს...

ირაკლი კირცხალი

1773257077

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან - იმ ხალხისგან, რომლებიც ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას სხვადასხვა კონფლიქტში, არ გვჭირდება არანაირი მითითება

ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ხალხი როგორ ბედავს და ჭკუას ასწავლის ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირვე...

შალვა პაპუაშვილი