ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, უცხო ქვეყნიდან შემოსული, 10185 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილებით დატვირთული უცხო ქვეყნიდან შემოსული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა კერძოდ, მოჭრილ მცენარეებზე ცოცხალი მავნე ორგანიზმები და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებები გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
1764249684
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე: კითხვა მაქვს მათთან, ვინც ნაცებთან ერთად 6,5 მილიარდის ინვესტიციას ეწინააღმდეგება - არ გიტყდებათ იმ ხალხისგან ფულის აღება, ვინც ჰომოსექსუალების პრაიდს აფინანსებდნენ საქართველოში?
„ნაცების მავნებლობა ყველამ ვიცით და გასაკვირიც არ არის Eagle Hills-ის მიერ უპრეცედენტო ინვესტიციას რატომ ეწინააღმდეგებიან!”, - წერს „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელშ...
1764249129
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7039 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7047 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1764248620
ახალი ამბებირომის პაპი თურქეთშია
რომის პაპი, ლეო XIV პირველი საგარეო ვიზიტით თურქეთს ესტუმრა. ის უკვე შეხვდრა ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, შემდეგ კი დიპლომატიური კორპუსის წინაშე სიტყვით გამოვა. ანკარის შემდეგ რომის პაპი 3...
1764247915
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელის მოდერნიზაცია მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანამ საიმედოდ შეძლოს ევროპასა და აზიას შორის მზარდი სავაჭრო ნაკადების შეუფერხებელი გატარება
ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ტაშკენტში გაიმართა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინის...
1764246620
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, შპს „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ დი...



























