მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელის მოდერნიზაცია მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანამ საიმედოდ შეძლოს ევროპასა და აზიას შორის მზარდი სავაჭრო ნაკადების შეუფერხებელი გატარება

ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ტაშკენტში გაიმართა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე ისაუბრა, მათ შორის, ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება.

„საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელის მოდერნიზაცია მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანამ საიმედოდ შეძლოს ევროპასა და აზიას შორის მზარდი სავაჭრო ნაკადების შეუფერხებელი გატარება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, გლობალური გამოწვევებისა და ვაჭრობის დინამიკის ცვლილებების ეპოქაში, რეგიონული სატრანსპორტო კავშირები და ინიციატივები, მათ შორის, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი და შუა დერეფანი მდგრადობისა და თანამშრომლობის საიმედო სიმბოლოდ იქცა.

„რეგიონული დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად, სატრანსპორტო სისტემების განვითარებისა და ლოგისტიკური პროცესების დასაჩქარებლად, საქართველომ შუა დერეფნის განვითარება მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაასახელა და ახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის აქტიური მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განვითარება და ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელის მოდერნიზაცია. იმისთვის, რომ შუა დერეფანი სხვა გლობალური მარშრუტების კონკურენტუნარიან ალტერნატივად იქცეს, აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს დროული, უსაფრთხო და ეფექტიანი გადაზიდვები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764245989

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს შუა დერეფნის განვითარებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, სატრანსპორტო გამტარუნარიანობის გაზრდას და ლოგისტიკური პროცესების უწყვეტობას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული ნაბიჯი იყო საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, რის შედეგადაც გაორმაგდა რკინიგზის გამტარუ...

მარიამ ქვრივიშვილ

1764245683

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ინიციატივები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს

„ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში საქართველოს მკაფიო როლი აქვს - ჩვენი ქვეყანა ამ დერეფნის არა პასიური ბენეფიციარი, არამედ სხვებთან ერთად მისი წარმატებისა და ეფექტიანობის აქტიური არქიტექტორია. ყველ...

მარიამ ქვრივიშვილი

1764244388

საზოგადოება

ცესკოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ასოციაციის თავმ...

ცესკოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1764244014

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ევროკავშირთან და ყველა პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის

საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია. როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ევროკავშირთან და ყველა შესაბამის პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების...

მარიამ ქვრივიშვილი

1764243247

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ძალიან არასერიოზულია, როდესაც ბატონი თაზო დათუნაშვილი აკეთებს განცხადებას „იგლ ჰილსის“ არასერიოზულობასთან დაკავშირებით

ალიან არასერიოზულია, როდესაც ბატონი თაზო დათუნაშვილი აკეთებს განცხადებას „იგლ ჰილსის“ არასერიოზულობასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მ...

ლევან მაჭავარიანი