უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი: საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით

უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის ილჰომ მაჰკამოვის განცხადებით, საქართველოსა და უზბეკეთს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და სხვადასხვა სექტორში მჭიდრო თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი შუა დერეფნის განვითარების პროცესში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე გააკეთა.

ილჰომ მაჰკამოვის შეფასებით, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმი და მის ფარგლებში გამართული ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა მნიშვნელოვანია ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხითაც.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანის მნიშვნელობას ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია უზბეკეთის საქართველოსთან მჭიდრო და ეფექტიანი კომუნიკაცია ახალი სატრანსპორტო დერეფნების, დივერსიფიცირებული მარშრუტების შექმნისა და არსებულის განვითარების მიმართულებით.

უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ტურიზმის სექტორში, რომელიც მზარდი დინამიკით ხასიათდება, ისევე, როგორც ორ ქვეყანას შორის არსებული საავიაციო მიმოსვლა. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისსა და ტაშკენტს შორის პირდაპირი ფრენები სრულდება. ილჰომ მაჰკამოვის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764249684

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე: კითხვა მაქვს მათთან, ვინც ნაცებთან ერთად 6,5 მილიარდის ინვესტიციას ეწინააღმდეგება - არ გიტყდებათ იმ ხალხისგან ფულის აღება, ვინც ჰომოსექსუალების პრაიდს აფინანსებდნენ საქართველოში?

„ნაცების მავნებლობა ყველამ ვიცით და გასაკვირიც არ არის Eagle Hills-ის მიერ უპრეცედენტო ინვესტიციას რატომ ეწინააღმდეგებიან!”, - წერს „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელშ...

დიმიტრი სამხარაძე

1764249129

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7039 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7047 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარი გამყარდა

1764248620

ახალი ამბები

რომის პაპი თურქეთშია

რომის პაპი, ლეო XIV პირველი საგარეო ვიზიტით თურქეთს ესტუმრა. ის უკვე შეხვდრა ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, შემდეგ კი დიპლომატიური კორპუსის წინაშე სიტყვით გამოვა. ანკარის შემდეგ რომის პაპი 3...

რომის პაპი თურქეთშია

1764247915

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელის მოდერნიზაცია მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანამ საიმედოდ შეძლოს ევროპასა და აზიას შორის მზარდი სავაჭრო ნაკადების შეუფერხებელი გატარება

ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ტაშკენტში გაიმართა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინის...

მარიამ ქვრივიშვილი

1764246620

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, შპს „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ დი...

მიხეილ ყაველაშვილ