საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, შპს „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდო კონსტანტინე მარდალეიშვილს საქართველოში ონკოლოგიური ქირურგიისა და მედიცინის განვითარებისთვის, მეცნიერების სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის გადაეცა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კონსტანტინე მარდალეიშვილი გამორჩეული ექიმია და მისი ღვაწლი განსაკუთრებული და დასაფასებელია.
„ვულოცავ ბატონ კოტეს საპატიო ჯილდოს, ბრწყინვალების ორდენს. ის გახლავთ გამორჩეული ექიმი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მთელი საქართველოსთვის განსაკუთრებული ადამიანი, რომელმაც ონკოლოგიაში შექმნა თანამედროვე საშუალებები, რითაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინა. მისი ღვაწლი, მისი შრომა განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია ხალხის სიყვარული მისდამი და ნამდვილად გახლავთ, არა მარტო სამედიცინო სფეროში, ყველასთვის მისაბაძი ადამიანი. მოხარული ვარ, რომ დღეს მას გადავეცი ჯილდო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მისი მოადგილე, თეა გიორგაძე და კონსტანტინე მარდალეიშვილის ოჯახის წევრი დაესწრნენ.
1764245683
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ინიციატივები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს
„ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში საქართველოს მკაფიო როლი აქვს - ჩვენი ქვეყანა ამ დერეფნის არა პასიური ბენეფიციარი, არამედ სხვებთან ერთად მისი წარმატებისა და ეფექტიანობის აქტიური არქიტექტორია. ყველ...
1764244388
საზოგადოებაცესკოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ასოციაციის თავმ...
1764244014
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ევროკავშირთან და ყველა პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის
საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია. როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ევროკავშირთან და ყველა შესაბამის პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების...
1764243247
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ძალიან არასერიოზულია, როდესაც ბატონი თაზო დათუნაშვილი აკეთებს განცხადებას „იგლ ჰილსის“ არასერიოზულობასთან დაკავშირებით
ალიან არასერიოზულია, როდესაც ბატონი თაზო დათუნაშვილი აკეთებს განცხადებას „იგლ ჰილსის“ არასერიოზულობასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მ...
1764240640
ახალი ამბებინინო წილოსანი: შეიძლება, ითქვას, რომ თაზო დათუნაშვილი არის სასარგებლო იდიოტი „ლელოს“ პირობებში, განსხვავებით მისი ლიდერებისგან, ვინც გააზრებულად ებრძვიან„იგლ ჰილსის“ პროექტს
შეიძლება, ითქვას, რომ თაზო დათუნაშვილი არის სასარგებლო იდიოტი „ლელოს“ პირობებში, განსხვავებით მისი ლიდერებისგან, ვინც გააზრებულად ებრძვიან „იგლ ჰილსის“ პროექტს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტ...



























