მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს შუა დერეფნის განვითარებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, სატრანსპორტო გამტარუნარიანობის გაზრდას და ლოგისტიკური პროცესების უწყვეტობას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული ნაბიჯი იყო საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, რის შედეგადაც გაორმაგდა რკინიგზის გამტარუნარიანობა და განახევრდა საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებული ტრანზიტის დრო. ამ პროექტზე მარიამ ქვრივიშვილმა ტაშკენტში, ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მინისტრის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი საბოლოო ფაზაში შედის და მისი დასრულება 2025 წელს არის დაგეგმილი. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის პროექტს, რომლის 70 პროცენტზე მეტი უკვე ფუნქციონირებს, ხოლო მისი სრული დატვირთვით ოპერირების შემდეგ მგზავრობის დრო შემცირდება ორი საათით, ასევე შემცირდება ტრანსპორტირების ხარჯები და გაუმჯობესდება უსაფრთხოება, რაც საქართველოს ტრანსკონტინენტური ქსელის კიდევ უფრო კონკურენტუნარიან სეგმენტად აქცევს.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ერთობლივი საწარმოს შექმნა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის სარკინიგზო კომპანიების მიერ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია კოორდინირებული სერვისების, კონკურენტუნარიანი ტარიფებისა და პროგნოზირებადი სატრანზიტო გრაფიკის შეთავაზების კუთხით, რაც აძლიერებს შუა დერეფნის საიმედოობას გლობალური გადამზიდავებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, სატრანსპორტო მოცულობის გაზრდას და ლოგისტიკური პროცესების უწყვეტობას.
1764244388
საზოგადოებაცესკოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ასოციაციის თავმ...
1764244014
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ევროკავშირთან და ყველა პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის
საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია. როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ევროკავშირთან და ყველა შესაბამის პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების...
1764243247
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ძალიან არასერიოზულია, როდესაც ბატონი თაზო დათუნაშვილი აკეთებს განცხადებას „იგლ ჰილსის“ არასერიოზულობასთან დაკავშირებით
ალიან არასერიოზულია, როდესაც ბატონი თაზო დათუნაშვილი აკეთებს განცხადებას „იგლ ჰილსის“ არასერიოზულობასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მ...
1764240640
ახალი ამბებინინო წილოსანი: შეიძლება, ითქვას, რომ თაზო დათუნაშვილი არის სასარგებლო იდიოტი „ლელოს“ პირობებში, განსხვავებით მისი ლიდერებისგან, ვინც გააზრებულად ებრძვიან„იგლ ჰილსის“ პროექტს
შეიძლება, ითქვას, რომ თაზო დათუნაშვილი არის სასარგებლო იდიოტი „ლელოს“ პირობებში, განსხვავებით მისი ლიდერებისგან, ვინც გააზრებულად ებრძვიან „იგლ ჰილსის“ პროექტს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტ...
1764239562
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ძალიან კარგია, რომ ევროკავშირი საქართველოს შემოუერთდა ამ პათოსში
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე საუ...



























