ვლადიმერ პუტინი - დოკუმენტების ხელმოწერა უკრაინის ხელმძღვანელობასთან აზრს მოკლებულია, პრეზიდენტმა დაკარგა თავისი ლეგიტიმური სტატუსი
დოკუმენტების ხელმოწერა უკრაინის ხელმძღვანელობასთან აზრს მოკლებულია. ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია. უკრაინის ხელმძღვანელობამ დაუშვა პრინციპული, სტრატეგიული შეცდომა, როდესაც შეეშინდა საპრეზიდენტო არჩევნებზე წასვლის, რის შემდეგაც პრეზიდენტმა დაკარგა თავისი ლეგიტიმური სტატუსი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთში ვიზიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც კი დაიდება ნებისმიერი ხასიათის სამშვიდობო შეთანხმება, საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, ხოლო საომარი მდგომარეობა თუ გაუქმდება, დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს არჩევნები.
„რუსეთიც იმყოფება უკრაინასთან შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში, მაგრამ ჩვენ ხომ ჩავატარეთ არჩევნები – საპრეზიდენტო არჩევნებიც, ცოტა ხნის წინ ხელისუფლების მუნიციპალურ და რეგიონულ ორგანოებში. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ისინი რატომღაც არა. როგორც კი დაიდება ნებისმიერი ხასიათის სამშვიდობო შეთანხმება, საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საომარი მდგომარეობა. საომარი მდგომარეობა თუ გაუქმდება, დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს არჩევნები. დღევანდელ პირობებში უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას გაუჭირდება, ჰქონდეს გამარჯვების იმედი გაყალბების გარეშე. ჩემი აზრით, ეს თითქმის შეუძლებელია, თუმცა, როგორც სტალინი ამბობდა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ აძლევს ხმას, მნიშვნელოვანია, ვინ ითვლის ხმებს. ადმინისტრაციული რესურსი არავის გაუუქმებია, მაგრამ ეს მათთვის მაინც რთული ისტორიაა, თუმცა შემდეგ საჭიროა ყველა ტერიტორიულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება, ასე წერია კონსტიტუციაში. რეფერენდუმი უნდა დადასტურდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში საკონსტიტუციო სასამართლო არ მუშაობს, მისი თავმჯდომარე კი კორუფციის ბრალდებით არის დაპატიმრებული.
პუტინის თქმით, უფლებამოსილების გახანგრძლივების უფლება საომარი მდგომარეობის პირობებში აქვს მხოლოდ უმაღლეს რადას, პრეზიდენტს კი – არა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა უკრაინასთან საბოლოოდ შეთანხმების მიღწევა, თუმცა ეს ახლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. შეუძლებელია იურიდიულად. ხოლო ვისაც შეუძლია და სურს, იმან აწარმოოს მოლაპარაკებები. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები იყოს საერთაშორისოდ აღიარებული, ძირითადი საერთაშორისო მოთამაშეების მიერ. ამას აქვს მნიშვნელობა, რადგან ერთი საქმეა გადაწყვეტილებების აღიარება, გარკვეული ტერიტორიები იქნება რუსეთის სუვერენიტეტის ქვეშ. შეთანხმებების დარღვევის შემთხვევაში, ეს იქნება რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმა. აქედან გამომდინარე, რუსეთის საპასუხო ზომებით ან ეს იქნება აღქმული, როგორც უკრაინის კანონიერი ტერიტორიის დაბრუნების მცდელობა. ეს სხვადასხვა რამაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება აღიარება, თუმცა დღეს არა უკრაინისგან. ვიმედოვნებ, მომავალში ჩვენ შევძლებთ უკრაიანასთანაც მოლაპარაკებას“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინს ასევე ჰკითხეს დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთ პუნქტზე, რომელიც ყირიმისა და დონბასის რუსეთის ტერიტორიად დე ფაქტო აღიარებას ითვალისწინებს. ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ შეიძლება, აღიარება მოხდეს დე ფაქტო და არა – დე იურე.
„სწორედ ეს უნდა იყოს ამერიკულ მხარესთან ჩვენი მოლაპარაკებების საგანი. დიდი მადლობა, რომ ამას მიაქციეთ ყურადღება. თქვენ მართალი ხართ, ეს არის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
1764249684
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე: კითხვა მაქვს მათთან, ვინც ნაცებთან ერთად 6,5 მილიარდის ინვესტიციას ეწინააღმდეგება - არ გიტყდებათ იმ ხალხისგან ფულის აღება, ვინც ჰომოსექსუალების პრაიდს აფინანსებდნენ საქართველოში?
„ნაცების მავნებლობა ყველამ ვიცით და გასაკვირიც არ არის Eagle Hills-ის მიერ უპრეცედენტო ინვესტიციას რატომ ეწინააღმდეგებიან!”, - წერს „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელშ...
1764249129
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7039 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7047 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1764248620
ახალი ამბებირომის პაპი თურქეთშია
რომის პაპი, ლეო XIV პირველი საგარეო ვიზიტით თურქეთს ესტუმრა. ის უკვე შეხვდრა ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, შემდეგ კი დიპლომატიური კორპუსის წინაშე სიტყვით გამოვა. ანკარის შემდეგ რომის პაპი 3...
1764247915
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელის მოდერნიზაცია მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანამ საიმედოდ შეძლოს ევროპასა და აზიას შორის მზარდი სავაჭრო ნაკადების შეუფერხებელი გატარება
ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ტაშკენტში გაიმართა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინის...
1764246620
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, შპს „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ დი...



























