გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში: საჯარო სერვისის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას გადაეცა, მათ ეს დაიმსახურეს
საქართველო არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ჯუნჰუა ლიმ.
მისივე თქმით, თბილისში საჯარო სერვისების ფორუმი უნაკლოდ იყო ორგანიზებული.
„საქართველომ ჩვენი გული დაიპყრო. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება ქართველი ერისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ყველა მონაწილეს, მათ შორის მეც, საკმაოდ დიდი მოლოდინი გვქონდა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მოლოდინი სრულად გამართლდა. შესანიშნავად გვიმასპინძლეთ, ფორუმი უნაკლოდ იყო ორგანიზებული“, - აღნიშნა ჯუნჰუა ლიმ.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია ძლიერი საჯარო ინსტიტუტები, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ხიდს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის.
„აუცილებელია, რომ გაგრძელდეს საჯარო ინსტიტუტებში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, ვგულისხმობ ციფრულ ტექნოლოგიებს და ხელოვნურ ინტელექტს, ჩვენი ვალია, რომ ტექნოლოგიური განვითარების მხარდამხარ, უზრუნველვყოთ შესაბამისი საჯარო სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა ჯუნჰუა ლიმ.
მისივე თქმით, საჯარო სერვისის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას გადაეცა.
„მათ ეს დაიმსახურეს საზოგადოების საკეთილდღეოდ ინოვაციის, შემოქმედებისა, შრომისა და ჩართულობისთვის, ამ სახელმწიფოს უწყებების თანამშრომლების მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული სამსახურისთვის, სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ.
1782668024
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით
„ეს არის ჩვეულებრივად, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხ...
1782665015
მსოფლიოევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება - დანიასა და ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში მაღალი ტემპერატურის რეკორდები დაფიქსირდა. რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა ჩეხეთში. ჩეხეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (CHM...
1782662715
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ვიქტორ ყიფიანმა პარტია - „ჯერ საქართველო“ დააფუძნა - საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის მიერ დაფუძნებულ პარტიას ეხმიანება სახელწოდებით „ჯერ საქართველო“. ანანიძის თქმით, საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვი...
1782659493
ახალი ამბებისიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პოლიციის მანქანა დააზიანა - პოლიციელებზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველ...
1782659313
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: რუსეთი დასავლური ელიტის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის, ჩვენის დამარცხება სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ
„დასავლეთს რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე სურდა, თუმცა უშედეგოდ. მისი მცდელობები, სიტუაციის შიგნიდან დესტაბილიზაცია მოეხდინა, ასევე, წარუმატებელია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინ...































