მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით
„ეს არის ჩვეულებრივად, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხელი ქართული საზოგადოების პოლარიზებას და დაყოფას“, - განაცხადა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გასულ კვირაში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას.
მისი შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილი ჩანაწერი და მოწოდება ევროკომისიის მიმართ, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდეთ უვიზო წვდომა ევროკავშირთან, სწორედ ამას ნიშნავს.
„კეთდება არა მხოლოდ განცხადებები, არამედ ნაბიჯები იდგმება, ვხედავთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია პირდაპირ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისკენ და ეს ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის“, - აღნიშნა ვიცე პრემიერმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებზეც ისაუბრა, რომლებმაც გასულ კვირაშივე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხზე მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას ასამბლეის დარბაზში უჭერდნენ მხარს.
„ეს არის ის ხალხი, რომელიც პირდაპირ ხელს აწერს დოკუმენტს, რომელიც არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და ეს იყო ამის დემონსტრაცია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, მთელი დოკუმენტი არის საქართველოს სახელმწიფოზე, ქართულ საზოგადოებაზე თავდასხმა და ყველა ის დებულება, რაც მასშია მოცემული, რეალურად არის ამ ხალხის მიერ დაწერილი, მიწოდებული და რეალურად ისინი თანამონაწილეები არიან იმ თავდასხმისა, რომელიც ხორციელდება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს არ მიწვევა კი საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, იმის ნიშანია, რომ გაფართოებას სერიოზულად არ აღიქვამენ.
„როდესაც შენ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ ეპატიჟები გაფართოების შეხვედრაზე, ე.ი, შენ სერიოზულად საერთოდ არ აღიქვამ გაფართოებას, არ აღიქვამ და არც მოელი, რომ საქართველო შეიძლება იყოს ამ პოლიტიკის ნაწილი. ეს არის ეს გზავნილი, ყველანაირად წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის ვითომ მხარდაჭერასთან, რომელზეც გვესმის ხოლმე. საკუთარ პოზიციებთანვე და საკუთარ რეპუტაციას აყენებს დიდი დარტყმის ქვეშ“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1782659313
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: რუსეთი დასავლური ელიტის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის, ჩვენის დამარცხება სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ
„დასავლეთს რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე სურდა, თუმცა უშედეგოდ. მისი მცდელობები, სიტუაციის შიგნიდან დესტაბილიზაცია მოეხდინა, ასევე, წარუმატებელია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინ...
1782656776
მსოფლიოდამანგრეველი მიწისძვრიდან მე-4 დღეს, ვენესუელაში ნანგრევებიდან რამდენიმე საათის ინტერვალით, ორი 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს
დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-4 დღეს, ვენესუელაში ნანგრევებიდან რამდენიმე საათის ინტერვალით, ორი 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს. პირველი ბიჭის, სახელად მოისესის გადარჩენის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრც...
1782656020
ახალი ამბებიშიო მესამე: აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის, ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები, უნდა ვილოცოთ დიდი რწმენით, უყოყმანო რწმენით და სიყვარულით, თუ გვინდა, უფალმა ეს ლოცვა შეგვისრულოს
„ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით. გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ... გახსოვდეთ, ცოდნა ეს არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამ...
1782653321
მსოფლიოსაფრანგეთში ძლიერი სიცხის გამო კიდევ 1 000 ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეკორდული სიცხის ტალღის დროს, რომელიც დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილს დღეების განმავლობაში აწუხებდა, დაახლოებით 1 000 ადამიანი დაიღუპა, ვიდრ...
1782651360
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: მისი ეს პოზიცია ერთგვარი დირექტივაა, რომელსაც ყველა სხვა ქვეყნებს ავალებენ, ქართული სახელმწიფო ამ დირექტივის მიმართ გამონაკლისი არ არის, მაგრამ ის ლავირებას ახერხებს
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის, სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ბუდაპეშტში გამართულ პრაიდის მარშს და უნგრეთის LGBTI...






























