თამთა მეგრელიშვილი: ლიბერალიზმის შინაარსის ქვეშ ერთიანდებიან სახელმწიფოები და ცდილობენ, ამ ტერმინით თავისუფლება გადათარგმნონ, რომელსაც თითქოს ყველას აძლევენ
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ბუდაპეშტში გამართულ პრაიდთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან უნგრეთის LGBTIQ+ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მეგრელიშვილის თქმით, გარყვნილი ცხოვრების წესის ცხოვრებისეულ მორალად ქცევის იარაღი სწორედ ლგბტ პროპაგანდაა.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სწორი და დროული აქცენტი გაკეთდა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიებზე, რის შედეგადაც დამატებითი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები შეიქმნა.
„ლგბტ პროპაგანდა არის იარაღი, რათა გარყვნილი ცხოვრების წესი ცხოვრებისეულ მორალად იქცეს. ზნეობასა და უზნეობას შორის ზღვრის წაშლა ის ომია, რომელშიც ყველა ქვეყანა სხვადასხვა ხარისხითაა ჩართული.
ლიბერალიზმის შინაარსის ქვეშ ერთიანდებიან სახელმწიფოები და ცდილობენ ამ ტერმინით გადათარგმნონ თავისუფლება, რომელსაც თითქოს ყველას აძლევენ, სინამდვილეში კი მომავალ თაობებს და საზოგადოებას ახალ წესებს კარნახობენ და უზნეობის თავისუფლებას და მიმღებლობას აიძულებენ. ზნეობასა და უზნეობას შორის ომში გადარჩება მხოლოდ ის, ვინც მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის, დაიცავს უფლებებს, გამოკვეთავს ისტორიულ, კულტურულ თუ რელიგიურ ღირებულებებს, რაზედაც დგას სახელმწიფო. უზნეობის პროპაგანდაში ჩართულნი არიან სხვადასხვა სახელმწიფოს დაბალი და მაღალი რანგის მეთაურები და ისინი ერთი ხელწერითა და გეგმით მოქმედებენ.
ახლახან ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ ამაყობს ბუდაპეშტში გამართული პრაიდით და უხარია, რომ უნგრეთში ლგბტქ+ (LGBTIQ+) თემმა შეძლო შიშის გარეშე გამოეხატა თავისუფლება, რითაც დღეს მთელი ევროპა ამით ამაყობს. მისი ეს პოზიცია არის ერთგვარი დირექტივა, რომელსაც ყველა სხვა ქვეყნებს ავალებენ. ქართული სახელმწიფო ამ დირექტივის მიმართ გამონაკლისი არ არის, მაგრამ ის ლავირებას ახერხებს.
ქართული კანონმდებლობით დაცულია ყველას უფლება. ,,ქართული ოცნების“ პირობებში კი სწორი და დროული აქცენტი გაკეთდა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიებზე და დამატებითი სამართლებრივი დაცულობის მექანიზმი შეიქმნა.
ქართული სახელმწიფო უფლებებს იცავს უფლებების დარღვევის გარეშე. ალბათ ვთანხმდებით იმაზე, რომ ლიბერალების თავდასხმითი „თავდაცვა“ გაუმართლებელია და უზნეობისა და ზნეობის გასაყარზე ყველა ჩვენ წილს გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
1782665015
მსოფლიოევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება - დანიასა და ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში მაღალი ტემპერატურის რეკორდები დაფიქსირდა. რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა ჩეხეთში. ჩეხეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (CHM...
1782662715
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ვიქტორ ყიფიანმა პარტია - „ჯერ საქართველო“ დააფუძნა - საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის მიერ დაფუძნებულ პარტიას ეხმიანება სახელწოდებით „ჯერ საქართველო“. ანანიძის თქმით, საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვი...
1782659493
ახალი ამბებისიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პოლიციის მანქანა დააზიანა - პოლიციელებზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველ...
1782659313
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: რუსეთი დასავლური ელიტის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის, ჩვენის დამარცხება სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ
„დასავლეთს რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე სურდა, თუმცა უშედეგოდ. მისი მცდელობები, სიტუაციის შიგნიდან დესტაბილიზაცია მოეხდინა, ასევე, წარუმატებელია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინ...
1782656776
მსოფლიოდამანგრეველი მიწისძვრიდან მე-4 დღეს, ვენესუელაში ნანგრევებიდან რამდენიმე საათის ინტერვალით, ორი 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს
დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-4 დღეს, ვენესუელაში ნანგრევებიდან რამდენიმე საათის ინტერვალით, ორი 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს. პირველი ბიჭის, სახელად მოისესის გადარჩენის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრც...































