რიდის და ბითაძის შეჩერება რთულია - საქართველომ ლატვია დაამარცხა
ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა საკონტროლო ხასიათის იყო, მაინც დიდი ბრძოლა ვიხილეთ, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა - 87:77.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს, 2 ივლისს რიგაში, უკრაინასთან გამართავს. სწორედ ამიტომ გადაწყდა საწვრთნელი შეკრების სწორედ ლატვიაში გამართვა.
როგორც ჩანს, ქართველ კალათბურთელებზე რიგის „ქსიაომი“ არენაზე დაბრუნებამ ემოციურად დადებითი გავლენა მოახდინა. სწორედ ამ დარბაზში დაამარცხა ჩვენმა გუნდმა საფრანგეთი და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა (2025 წელს).
9:0 - ასეთი გაქცევით დაიწყო მატჩი. მართალია, ლატვიელებმა პირველივე მეოთხედში მოახერხეს გადასწრება, მაგრამ პირველი ტაიმი, თამამად შეიძლება ითქვას, საქართველოსი იყო. მეორე პერიოდში „ჯვაროსნები“ 18 ქულითაც დაწინაურდნენ (39:21), თუმცა დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 47:39.
რის ხარჯზე მოიპოვეს სტუმრებმა დიდი უპირატესობა? მიზეზი არაერთი იყო, თუმცა ჩვენ ორს დავასახელებთ: პირველი - დაცვაში კარგი თამაში. მეორე - შეტევაში პერიმეტრიდან მაღალი სიზუსტით ტყორცნები. საწყის 15 წუთში საქართველოს ნაკრებს 8-დან 6 სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული. 4-დან 3 დუდა სანაძეს.
მეოთხე პერიოდში უკეთესად ლატვიელები გამოიყურებოდნენ. მათ მეოთხედი 11:0 გაქცევით დაიწყეს და სტუმრებს 67:65 გაასწრეს. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების ჯერი დადგა –+- რიდს, სანაძეს, ვითაძეს, ბურჯანაძეს კარგად აუბეს მხარი ოჩხიკიძემ ანდრონიკაშვილმა და მატჩიც ჩვენი გუნდის 10-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.
2 ივლისს მეტად მნიშვნელოვანი მატჩია უკრაინასთან. ამ შეხვედრაში ითამაშებს კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც უკვე ლატვიაშია, თუმცა მწვრთნელებმა გადატვირთული სეზონის შემდეგ ლატვიასთან მატჩში დაასვენეს. ალექსანდრე მამუკელაშვილი კი ამერიაშია და საკონტრაქტო საკითხებზე მუშაობს. რამდენად მოასწრებს 2 ივლისის მატჩამდე ჩამოსვლას, საკითხავია.
1782665015
მსოფლიოევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება - დანიასა და ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში მაღალი ტემპერატურის რეკორდები დაფიქსირდა. რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა ჩეხეთში. ჩეხეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (CHM...
1782662715
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ვიქტორ ყიფიანმა პარტია - „ჯერ საქართველო“ დააფუძნა - საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის მიერ დაფუძნებულ პარტიას ეხმიანება სახელწოდებით „ჯერ საქართველო“. ანანიძის თქმით, საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვი...
1782659493
ახალი ამბებისიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პოლიციის მანქანა დააზიანა - პოლიციელებზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველ...
1782659313
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: რუსეთი დასავლური ელიტის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის, ჩვენის დამარცხება სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ
„დასავლეთს რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე სურდა, თუმცა უშედეგოდ. მისი მცდელობები, სიტუაციის შიგნიდან დესტაბილიზაცია მოეხდინა, ასევე, წარუმატებელია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინ...
1782656776
მსოფლიოდამანგრეველი მიწისძვრიდან მე-4 დღეს, ვენესუელაში ნანგრევებიდან რამდენიმე საათის ინტერვალით, ორი 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს
დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-4 დღეს, ვენესუელაში ნანგრევებიდან რამდენიმე საათის ინტერვალით, ორი 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს. პირველი ბიჭის, სახელად მოისესის გადარჩენის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრც...































