GCCA მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - სააგენტოში შესული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55% -ით არის გაზრდილი

GCCA მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს.

GCCA-ს ინფორმაციით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვეში, GCCA-ში - 996 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2940 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55% ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 128 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 198 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 63 მოვაჭრეს - 106 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 114283 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 135 საქმეზე - 122 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 79 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5 %, იმერეთი 5 %, კახეთი 2 %, ქვემო ქართლი 2 %და სხვ.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 329 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 323, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 169, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 67, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 34, ხოლო სხვა დანარჩენზე - 74.

სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 70%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 10 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 17 %.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759477038

საზოგადოება

კახა კალაძე: სიყვარულს, რასაც მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობთ, კონკრეტული ადამიანების, ქუჩების და უბნების სახელები ჰქვია, განხორციელებული პროგრამის, პროექტის, რეფორმის სახელი, რომელმაც სასიკეთოდ შეცვალა თბილისი

სიყვარულს, რასაც მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობთ, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ქუჩების და უბნების სახელები ჰქვია, ყველა იმ განხორციელებული პროგრამის, პროექტის, რეფორმის სახელი ქვია,...

კახა კალაძე

1759476222

საზოგადოება

კახა კალაძე: 4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში- გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო

4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში- გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო, - აღნიშნულია განცხად...

კახა კალაძე

1759476098

საზოგადოება

კახა კალაძის მიმართვა თბილისელებს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული ვერის პარკიდან დედაქალაქის მცხოვრებლებს წინასაარჩევნოდ მიმართა. მანვე შეახსენა თანამოქ...

კახა კალაძ

1759474760

საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მოპ...

მიგრაციის დეპარტამენტი

1759474156

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკ...

ნარკოდანაშაული