მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე. მათ შორის არიან - ინდოეთის, ბანგლადეშის, პაკისტანისა და თურქმენეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება.
1759477038
საზოგადოებაკახა კალაძე: სიყვარულს, რასაც მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობთ, კონკრეტული ადამიანების, ქუჩების და უბნების სახელები ჰქვია, განხორციელებული პროგრამის, პროექტის, რეფორმის სახელი, რომელმაც სასიკეთოდ შეცვალა თბილისი
სიყვარულს, რასაც მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობთ, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ქუჩების და უბნების სახელები ჰქვია, ყველა იმ განხორციელებული პროგრამის, პროექტის, რეფორმის სახელი ქვია,...
1759476222
საზოგადოებაკახა კალაძე: 4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში- გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო
4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში- გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო, - აღნიშნულია განცხად...
1759476098
საზოგადოებაკახა კალაძის მიმართვა თბილისელებს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული ვერის პარკიდან დედაქალაქის მცხოვრებლებს წინასაარჩევნოდ მიმართა. მანვე შეახსენა თანამოქ...
1759474856
ახალი ამბებიGCCA მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - სააგენტოში შესული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55% -ით არის გაზრდილი
GCCA მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს. GCCA-ს ინფორმაციით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვეში, GCCA-ში - 996 განა...
1759474156
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკ...