პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 11,29 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 5.024 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მორფინს (ფუძე)“, რომლებსაც რეალიზაციის მიზნით ბათუმში, თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში აფასოებდა.

ასევე ორმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ 741,71 გრ და 26,42 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას“, საიდანაც ნაწილის რეალიზაცია ერთმა ბრალდებულმა განახორციელა, ხოლო მეორემ რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო სხვადასხვა ნივთები.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 260 კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანის უკანონო რეალიზაცია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 და 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759477894

საზოგადოება

ცესკო: თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, რეგისტრირებულია მაჟორიტარობის 2 228 კანდიდატი, თბილისში კი 160 კანდიდატი

ცესკო რეგისტრირებული პარტიების და კანდიდატების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, 4 ოქტომბრის არჩ...

ცესკოცესკო

1759477863

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი

საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგ...

გიორგი კალანდარიშვილი

1759477808

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: ადმინისტრაცია ხვალინდელი დღისთვის სრულად მზად არის - მივმართავ ამომრჩევლებს, მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავ ჩართულ მხარეებს - ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას

ცესკო 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მონაცემებს აქვეყნებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას საარჩევნო უბნების, დარეგისტრირებული კანდიდატების, ასევე დამკვირვებლებისა და მედ...

გიორგი კალანდარიშვილ

1759477038

საზოგადოება

კახა კალაძე: სიყვარულს, რასაც მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობთ, კონკრეტული ადამიანების, ქუჩების და უბნების სახელები ჰქვია, განხორციელებული პროგრამის, პროექტის, რეფორმის სახელი, რომელმაც სასიკეთოდ შეცვალა თბილისი

სიყვარულს, რასაც მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობთ, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ქუჩების და უბნების სახელები ჰქვია, ყველა იმ განხორციელებული პროგრამის, პროექტის, რეფორმის სახელი ქვია,...

კახა კალაძე

1759476222

საზოგადოება

კახა კალაძე: 4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში- გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო

4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში- გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო, - აღნიშნულია განცხად...

კახა კალაძე