ცესკო: თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, რეგისტრირებულია მაჟორიტარობის 2 228 კანდიდატი, თბილისში კი 160 კანდიდატი

ცესკო რეგისტრირებული პარტიების და კანდიდატების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია.
„თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატი.
რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს - სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 32 კანდიდატი. თბილისში კი 160 კანდიდატი“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი.
„2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.
ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი. კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
1759477920
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდებ...
1759477863
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი
საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგ...
1759477808
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილი: ადმინისტრაცია ხვალინდელი დღისთვის სრულად მზად არის - მივმართავ ამომრჩევლებს, მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავ ჩართულ მხარეებს - ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას
ცესკო 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მონაცემებს აქვეყნებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას საარჩევნო უბნების, დარეგისტრირებული კანდიდატების, ასევე დამკვირვებლებისა და მედ...
1759477038
საზოგადოებაკახა კალაძე: სიყვარულს, რასაც მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობთ, კონკრეტული ადამიანების, ქუჩების და უბნების სახელები ჰქვია, განხორციელებული პროგრამის, პროექტის, რეფორმის სახელი, რომელმაც სასიკეთოდ შეცვალა თბილისი
სიყვარულს, რასაც მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობთ, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ქუჩების და უბნების სახელები ჰქვია, ყველა იმ განხორციელებული პროგრამის, პროექტის, რეფორმის სახელი ქვია,...
1759476222
საზოგადოებაკახა კალაძე: 4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში- გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო
4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში- გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო, - აღნიშნულია განცხად...