კახა კალაძე: სიყვარულს, რასაც მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობთ, კონკრეტული ადამიანების, ქუჩების და უბნების სახელები ჰქვია, განხორციელებული პროგრამის, პროექტის, რეფორმის სახელი, რომელმაც სასიკეთოდ შეცვალა თბილისი

სიყვარულს, რასაც მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობთ, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ქუჩების და უბნების სახელები ჰქვია, ყველა იმ განხორციელებული პროგრამის, პროექტის, რეფორმის სახელი ქვია, რომელმაც სასიკეთოდ შეცვალა თბილისი, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლითაც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული ვერის პარკიდან დედაქალაქის მცხოვრებლებს წინასაარჩევნოდ მიმართა.
„მოგესალმებით მეგობრებო,
მივესალმები ჩემს თბილისს და თბილისელებს!
ადგილი სადაც ახლა ვიმყოფები, მდებარეობს თბილისის ისტორიული პარკში, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი უძველეს და მნიშვნელოვან რეკრეაციული სივრცეში, რომლის რეაბილიტაციაც სულ ახლახან დავასრულეთ და დღეს ასე ლამაზად გამოიყურება.
ასე გამოიყურება ზრუნვა, პატივისცემა და რაც მთავარია, სიყვარული თბილისისა და თბილისელების მიმართ.
სიყვარულია ის, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს, რამაც შექმნა გასაოცარი თბილისური ისტორიები, სხვადასხვა რელიგიის, ეთნოსის, კულტურის მქონე ხალხის თანაცხოვრების მაგალითები უჩვენა მსოფლიოს, თბილისური ურთიერთობები ტრადიციად აქცია, შესაძლებელი გახადა თბილისის ქუჩებში ისტორია მომავალს შეხვდეს, საუკუნეებგამოვლილ ქალაქს მარად ახალგაზრდული სული შთაბერა.
მაგრამ სიყვარული მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან ისტორიები არ არის - ეს არის ყოველდღიური ძალისხმევა, დაუღალავი შრომა, მუდმივი ზრუნვა და მოფრთხილება; ეს არის განახლებული გამზირები და ქუჩები, გაცოცხლებული ისტორიული უბნები, ახალი პარკები, რეაბილიტირებული ბაღები და სკვერები, თანამედროვე ბაგა-ბაღები, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ათწლეულობით დაგროვებულ პრობლემებზე თვალის გასწორება და მათთან შეჭიდება; ეს არის სიხარული, რომელიც მოაქვს საკუთარი თანამოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას, კონკრეტული ოჯახების გაბედნიერებას; ეს არის ახალგაზრდებისთვის ხელშეწყობა, უფროსი ასაკის ადამიანებზე ზრუნვა…
დიახ, სიყვარულს, რასაც მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობთ, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ქუჩების და უბნების სახელები ჰქვია, ყველა იმ განხორციელებული პროგრამის, პროექტის, რეფორმის სახელი ქვია, რომელმაც სასიკეთოდ შეცვალა თბილისი.
ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო თბილისზე, რადგან ბოლო რვა წლის მანძილზე წარმატებით გავიარეთ საკმაოდ რთული გზა საიმისოდ, რომ დღეს თამამად ჩაგვეხედა თქვენთვის თვალებში და არ მოგვრიდებოდა თქვენთან საუბრის.
როგორც თბილისის მერს, მეამაყება გავლილი გზა, რომელმაც უკვე დაატყო მკაფიო კვალი თბილისს და დღეს, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, თავს უფლებას ვაძლევ, გესაუბროთ არა ბუნდოვან დაპირებებზე, არამედ მკაფიო სამოქმედო გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც თქვენთან ერთად ვაპირებ.
ამ ქალაქის მომავალი ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ, შეუძლებელია ერთმა ადამიანმა, ვინც გინდა იყოს ის, აიღოს ამხელა პასუხისმგებლობა.
თქვენი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ სჭირდება თბილისს, უნდა გაგრძელდეს ყველა ის პროგრამა, რომელიც დავიწყეთ, ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქში არსებული პრობლემებს საბოლოოდ დაძლევს.
სრულიად გულწრფელად შემიძლია გითხრათ, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ამ გამოწვევებს გაუმკლავდება, არის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”.
მეგობრებო, 4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში- გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო.
მჯერა, 4 ოქტომბერს მესამედ ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთად ავაშენებთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის უკეთეს მომავალს.
მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1759477920
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდებ...
1759477894
საზოგადოებაცესკო: თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, რეგისტრირებულია მაჟორიტარობის 2 228 კანდიდატი, თბილისში კი 160 კანდიდატი
ცესკო რეგისტრირებული პარტიების და კანდიდატების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, 4 ოქტომბრის არჩ...
1759477863
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი
საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგ...
1759477808
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილი: ადმინისტრაცია ხვალინდელი დღისთვის სრულად მზად არის - მივმართავ ამომრჩევლებს, მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავ ჩართულ მხარეებს - ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას
ცესკო 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მონაცემებს აქვეყნებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას საარჩევნო უბნების, დარეგისტრირებული კანდიდატების, ასევე დამკვირვებლებისა და მედ...
1759476222
საზოგადოებაკახა კალაძე: 4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში- გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო
4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში- გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო, - აღნიშნულია განცხად...