გეკა გელაძე აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ალი ნაგიევს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ალი ნაგიევთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები.
ხაზი გაესვა მზარდი გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო 2026 წლის სექტემბერში ბაქოში დაგეგმილ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების პროცესში.
შეხვედრის დასასრულს, გეკა გელაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად, მისი მოადგილეები თამაზ ბორაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე იმყოფებოდნენ.
1780643647
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედე...
1780641436
ახალი ამბებითბილისის აეროპორტში FBI-ს მიერ ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთა...
1780640651
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 47 ე.წ. მაინერი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 47 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამის შ...
1780639532
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მარიამ ლაშხმა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის და ევროპის საქ...
1780637583
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო არის მზად აშშ-სთან ჰქონდეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული შინაარსიანი ურთიერთობები, ჩვენ ვხედავთ მათი მხრიდან განწყობას, რომ ეს არის მიღწევადი
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორივე მხრიდან იმისათვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში იყოს დანახული, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრე...





























