მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 42 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - უზბეკეთის, ბანგლადეშის, თურქმენეთის, უგანდის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, რუსეთის, ტაილანდის, თურქეთისა და იემენის მოქალაქეები.
სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1780642185
ახალი ამბებიგეკა გელაძე აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ალი ნაგიევს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის...
1780641436
ახალი ამბებითბილისის აეროპორტში FBI-ს მიერ ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთა...
1780640651
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 47 ე.წ. მაინერი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 47 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამის შ...
1780639532
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მარიამ ლაშხმა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის და ევროპის საქ...
1780637583
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო არის მზად აშშ-სთან ჰქონდეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული შინაარსიანი ურთიერთობები, ჩვენ ვხედავთ მათი მხრიდან განწყობას, რომ ეს არის მიღწევადი
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორივე მხრიდან იმისათვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში იყოს დანახული, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრე...





























