მაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო არის მზად აშშ-სთან ჰქონდეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული შინაარსიანი ურთიერთობები, ჩვენ ვხედავთ მათი მხრიდან განწყობას, რომ ეს არის მიღწევადი

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორივე მხრიდან იმისათვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში იყოს დანახული, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხზე ამერიკულ მხარესთან შეხვედრა კვლავ შედგება.

„ჩვენ ვმუშაობთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარესთან, თუ რა უნდა იყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლებული ურთიერთობის შინაარსი და როგორ უნდა განვავითაროთ ეს ურთიერთობები. უახლოეს მომავალში, იმედი გვაქვს, რომ კიდევ გვექნება შესაძლებლობა უფრო მეტად ვისაუბროთ სწორედ ამ შინაარსობრივ ნაწილზე.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო არის მზად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჰქონდეს შინაარსიანი ურთიერთობები, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ურთიერთობები უნდა ასახავდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და რა თქმა უნდა აშშ-ის ინტერესებს და ეს ურთიერთობები, პირველ რიგში უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული.

ჩვენ ვხედავ იმ განწყობას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ეს არის მიღწევადი“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780634689

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

5 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი...

ამინდის პროგნოზი

1780606494

საზოგადოება

ლევან მახაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნაზე: ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, თანხმდება იმაზე, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ კანონის ძალით გვიწევს ამის გაკეთება

წლების განმავლობაში რადიკალიზაციის თესვამ მიიყვანა სახელმწიფო იმ მდგომარეობამდე, რომ უფრო ეფექტიანად აღასრულოს ეს მიმართულება, ვგულისხმობ იმას, რომ შეიქმნას ისეთი გარემო სახელმწიფოში, სადაც ყველას შეე...

ლევან მახაშვილი

1780606248

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს რეზოლუციაზე: მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მინისტრი მადლობას უხდის ყველა სახელმწიფოს, რომელიც დ...

მაკა ბოჭორიშვილი

1780605319

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათას ადამიანს, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნება საშუალება დაუბრუნდეს მამაპაპისეულ სახლებს

იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათას ადამიანს, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნება საშუალება დაუბრუნდეს მამაპაპისეულ სახლებს, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კო...

ლევან მახაშვილი:

1780604154

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს, როდესაც უარი თქვეს საპარლამენტო პროცესებზე. სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაფიოდ აუხსნა ამ ადამიანებს, რომ ის ქმედებები, რასაც აკეთებდნენ აშშ-ისთვის იყო მიუღებელი

ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს, როდესაც არ ჩაერთნენ დემოკრატიულ პროცესებში, უარი თქვეს საპარლამენტო პროცესებზე და ახლა უბრალოდ დროის მოგებას ცდილობენ იმის იმედით, რომ იქნებ რაღაც მოიგონ ამ...

ლევან მახაშვილი