მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მარიამ ლაშხმა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა.
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის და ევროპის საქმეთა გენერალურ დირექტორ გალიტ დობნერთან გამართულ შეხვედრაზე დიპლომატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.
მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას, ყურადღება ქვეყანაში დემოკრატიულ რეფორმებზე გაამახვილეს.
საუბარი ასევე შეეხო კანადის მხარდაჭერას საქართველოს ინტერესების მიმართ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე.
ყურადღება გამახვილდა გაეროს რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს შეეხება და რომლის ერთ-ერთი თანასპონსორი კანადა არის.
ამას გარდა, საუბარი შეეხო კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობასა და სამხედრო თანამშრომლობას, საერთაშორისო სწავლების MAPLE ARCH-ის მიმართულებით. კანადის MTCP პროგრამის ფარგლებში 836 ქართველი ოფიცერი გადამზადდა.
შეხვედრაზე ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე საუბრისას, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მარიამ ლაშხმა მასპინძელ მხარეს საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, ისეთებზე, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფანი.
შეხვედრას კანადის მხრიდან - საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები: გლენ მაკფერსონი და ჯულია კლუტიე დაესწრნენ.
1780637583
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო არის მზად აშშ-სთან ჰქონდეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული შინაარსიანი ურთიერთობები, ჩვენ ვხედავთ მათი მხრიდან განწყობას, რომ ეს არის მიღწევადი
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორივე მხრიდან იმისათვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში იყოს დანახული, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრე...
1780635693
ახალი ამბებიგაეროს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო
2026 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ჯამში 68 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, ს...
1780635291
ახალი ამბებილევან მახაშვილი: არსებობს აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლებების პოლიტიკური ნება ურთიერთობების გადატვირთვის და ამ ნებას წინ ვერაფერი დაუდგება
„არსებობს აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლებების პოლიტიკური ნება ურთიერთობების გადატვირთვის“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ნებ...
1780634689
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 5 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
5 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი...
1780606494
საზოგადოებალევან მახაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნაზე: ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, თანხმდება იმაზე, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ კანონის ძალით გვიწევს ამის გაკეთება
წლების განმავლობაში რადიკალიზაციის თესვამ მიიყვანა სახელმწიფო იმ მდგომარეობამდე, რომ უფრო ეფექტიანად აღასრულოს ეს მიმართულება, ვგულისხმობ იმას, რომ შეიქმნას ისეთი გარემო სახელმწიფოში, სადაც ყველას შეე...






























