გერმანია ევროკომისიას მოუწოდებს, მიიღოს ზომები ევროკავშირის საზღვრების დასაცავად
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ევროკომისიას მოუწოდა, ესპანეთის ანკლავ სეუტაში არსებული მიგრაციული კრიზისის ფონზე, მიიღოს ზომები ევროკავშირის გარე საზღვრების დასაცავად. ამის შესახებ მან Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეუტას კრიზისს „გამძლეობის აბსოლუტური გამოცდა“ უწოდა და ევროკომისიას მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
„ბოლო დღეებში სეუტაში შექმნილი სიტუაცია ჩვენი მდგრადობის ნამდვილი გამოცდა იყო, რომელსაც გავუძელით. ამიტომ მოველი, რომ ევროკომისია გარე საზღვრების დაცვას აბსოლუტურ პრიორიტეტად აქცევს, რათა საფრთხე აღარ შეექმნას ევროკავშირის ღია შიდა საზღვრების შენგენის სისტემას“, - აღნიშნა ვადეფულმა.
მინისტრის თქმით, ეს კრიზისი ასევე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „ერთობლივად და სწრაფად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“.
ვადეფულმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეფექტური მიგრაციული პოლიტიკა ვერ იფუნქციონირებს მესამე ქვეყნების დახმარების გარეშე. ის მიესალმა ესპანეთისა და მაროკოს თანამშრომლობას სეუტაში არსებული კრიზისის მოგვარებაში.
„არალეგალური მიგრაციის კონტროლისთვის ჩვენ გვჭირდება პარტნიორები ევროპის გარეთ, როგორიცაა ამ შემთხვევაში მაროკო“, - განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.
1785654952
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით...
1785651854
მსოფლიოპეტერ მადიარი: 2 აგვისტოს უნგრეთი 44 წლის შემდეგ პირველად სრულად დახურავს ერთადერთ ატომურ ელექტროსადგურს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყნის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური „პაკში“ მუშაობას დღეს, 2 აგვისტოს, სრულად შეაჩერებს დუნაიში წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო. ამის შეს...
1785650879
საზოგადოებაგიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს
იტალიის ქალაქ ვარეზეში აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა მსუბუქ წონაში ორადგილიანი ნავის (LM2-) დისც...
1785616474
მსოფლიომსოფლიო რეკორდსმენი ალპინისტი ნირმალ პურჯა პაკისტანში ჩამოწოლილ ზვავს ემსხვერპლა
ცნობილი ბრიტანელ-ნეპალელი ალპინისტი ნირმალ პურჯა, იმ 10 ადამიანს შორისაა, რომლებიც პაკისტანში ბროუდ-პიკზე ჩამოწოლილ ზვავს ემსხვერპლნენ, - ამის შესახებ BBC მის კომპანიაზე დაყრდნობით წერს. „ღრმა მწუხარე...
1785615088
საზოგადოებათბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი: ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს
ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი, რითაც ეხმი...





























